Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

Brussels Signal-ის სტატია ევროპელი პოლიტიკოსების ორმაგ სტანდარტს ამხელს – დავით ჩიხელიძე

მარშალ პრესი 08/06/2024
davit chikhelidze

საბედნიეროდ ევროპაში საღი აზრი ჯერ კიდევ არსებობს, აღნიშნულს ავტორიტეტული გამოცემა Brussels Signal-ის ვრცელი სტატია ადასტურებს, რომელიც საქართველოს მიერ მიღებულ გამჭვირვალეობის კანონს შეეხება. – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, Brussels Signal-ის სტატია ევროპელი პოლიტიკოსების ორმაგ სტანდარტს ამხელს, ვინაიდან ისინი დუმილს ინარჩუნებენ მოლდოვასა და სლოვენიაში ტელეკომპაჯიების დახურვის ან მათში შეჭრის გამო, თუმცა აკრიტიკებენ საქართველოს, რომელმაც “გამჭვირვალობის კანონი” მიიღო.

“საბედნიეროდ ევროპაში საღი აზრი ჯერ კიდევ არსებობს, აღნიშნულს ავტორიტეტული გამოცემა Brussels Signal-ის ვრცელი სტატია ადასტურებს, რომელიც საქართველოს მიერ მიღებულ გამჭვირვალეობის კანონს შეეხება.

Brussels Signal-ის სტატია ევროპელი პოლიტიკოსების ორმაგ სტანდარტს ამხელს, მაგალითად ისინი დუმილს ინარჩუნებენ მოლდოვაში ტელეკომპანიების დახურვის ან სლოვენიაში ტელევიზიაში შეჭრის გამო, მაგრამ ხმას იმაღლებენ საქართველოს შემთხვევაში, რომელმაც დემოკრატიული კანონი მიიღო.

გამჭვირვალობის შესახებ კანონი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია არსებობს, მათ შორის განსაკუთრებით საინტერესო ამერიკული და ფრანგული კანონია, რადგან ორივე ქართული კანონის მსგავსია, ფრანგული კი სულ რამდენიმე დღის უკან მიიღეს და მის შესახებ ევროკავშირის თუ ევროსაბჭოს მხრიდან კრიტიკა არ ყოფილა, რაც ნათლად აჩვენებ, რომ ევროპის დიდი ნაწილი საკუთარი განცხადებებით საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს. Brussels Signal-მა გარკვეულწილად გააშიშვლა დასავლეთის ინსტიტუტების პოლიტიკა, რომელიც არა რაციონალურ გადაწყვეტილებას, არამედ მერკანტილურ მიზნებს ეფუძნება.” – წერს ჩიხელიძე.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად იმუშავებს უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს
Next: მაშინ მობილურები არ იყო და იმ დროის ელენე ხოშტარიები ალბათ დეპეშით უპატაკებდნენ მოსკოვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.