Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი ნაც.მოძრაობის თავმჯდომარეობიდან გაუშვეს

მარშალ პრესი 08/06/2024
levan khabeishvili

ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე გააკეთა.

ლევან ხაბეიშვილმა მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

ხაბეიშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მას თინა ბოკუჩავა შეცვლის.

„მე მაქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული, სამწუხროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იცის საზოგადოებამ ერთი თვის წინ განვითარებული მოვლენები. ჩემთვის, ცხადია, მძიმეა, თუმცა, ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 სამი თვის განმავლობაში აკრძალულია რეჟიმში მუშაობა. შესაბამისად, ვერ მივცემ თავს უფლებას, როცა არჩევნებამდე სულ რაღაც ოთხი თვეა დარჩენილი, პარტიის თავმჯდომარე არ იყოს ფუნქციური, არ იყოს 24 საათიან რეჟიმში. შესაბამისად, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, თინა ბოკუჩავასთან კონსულტაციით, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება.

მივიღეთ გადაწყვეტილება, მე რამდენიმე დღეში მოვიწვევ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას, სადაც შევთავაზებ ორ ცვლილებას, პირველი ეხება პარტიის თავმჯდომარეს. მინდა, ყრილობას შევთავაზო პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურა, ასევე, მინდა, შევთავაზო ჩემი თავი, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა, რადგან პოლიტიკური საბჭო არ არის რუტინული საქმიანობა და შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვიქნები ჩართული. მე მაქვს სურვილი, აგვისტოს ბოლოდან, ჯანმრთელი და ჯანსაღი შევეხიდო „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის უკვე ახალ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას ამ ბრძოლაში და 24 საათიან რეჟიმში მოვემსახურო ჩვენს ხალხს ივანიშვილთან ბრძოლაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ვინც ამ სანქციებს მოითხოვთ გარეწრები ხართ, უკანასკნელი გარეწრები! – ბონდო მძინარაშვილი
Next: ნაცი ოლიგარქი არსად  მიდის, უბრალოდ ამტკიცებს, რომ ნამდვილად ოლიგარქიული პარტიაა “ენმ” – თამარ ჩერგოლეიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.