Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვინც ამ სანქციებს მოითხოვთ გარეწრები ხართ, უკანასკნელი გარეწრები! – ბონდო მძინარაშვილი

მარშალ პრესი 08/06/2024
bondo mdzinarashvili

ვისაც სავიზო სანქციები გახარებთ, სამომავლოდ კი დიდ სანქციებს გულის ფანცქალით ელით და ნეტარებთ, შეგახსენებთ, რომ 35 წლის წინ დაწესებულმა ამერიკულმა სანქციებმა ერაყში მილიონნახევარი ბავშვი შეიწირა!”- წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხმიანება.

“რა გგონიათ, ისინი ერაყის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების შვილები იყვნენ?! ტვინი არ გაქვთ თავში, ტვინი! 

ხოლო ისინი, ვინც ამ სანქციებს მოითხოვთ და თქვენი პოლიტიკური მომავალი ქვეყნის მტრობის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, გარეწრები ხართ, უკანასკნელი გარეწრები! 
P. S. ქაბულში როგორი ამინდი იყო?! საფრენი, საფრენი!

დილის სტატუსში ერაყის სანქცირება და მსხვერპლი გავიხსენე.

ახლა კი განსხვავება. ეს არის საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა. ერაყისგან განსხვავებით, საქართველოში მშვიდობით დაინტერესებულია ჩვენი სამეზობლო და ყველა ის ქვეყანა, რომლის ტვირთმაც აქ უნდა გაიაროს, – აღმოსავლეთიდან დასავლეთით და პირიქით, ჩრდილოეთიდან სამხრეთით და პირიქით.
აი, ეს არის დღეს საქართველოს დიდი უპირატესობა!

ეს არის მშვიდობის გარანტია! ამ რეგიონის კონტროლით დაინტერესებული ერთადერთი ქვეყანა, რომლის ტვირთიც აქ არ გაივლის და რომელსაც, ამის მიუხედავად, რეგიონში ყველაფრის ზედამხედველობის სურვილი აქვს, ამერიკის შეერთებული შტატებია.

ტვირთბრუნვის შემოსავალიც კი არ აინტერესებს, მთავარია, ბერკეტებს ფლობდეს და ზუსტად იცოდეს, – ვის, რა და სად გადააქვს.
ვაშინგტონს, თავისუფლების ქანდაკებას რომ არ უჩანს, სულ იმ ფეხებზე ჰკიდია, რა კანონს მივიღებთ, მთავარია, აღვირი მაგრად ჩაბღუჯოს და საქართველოს ხელისუფლება თავის ნებაზე ატრიალოს.

ისტერიასაც ეს იწვევს! დღეს საქართველოს აქვს შანსი, რომელსაც ვერანაირ სავიზო რეჟიმში ვერ გაცვლის, გამორიცხულია! მთელ მთავრობას და პარლამენტს რომ დაუწესოს სავიზო შეზღუდვები, მაინც არაფერი შეიცვლება!

საერთოდ უვიზო რეჟიმიც რომ შემოგვთავაზოს, მაინც არაფერი შეიცვლება! გამორიცხულია! ხოლო ვისაც ამერიკის ძლევამოსილებაზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს, იმ კატას ჰგავს, თავისი “ქმარი” ლომი რომ ჰგონია… “ლოგინში”!

P. S. ერთადერთი, რაც ახლა შეუძლია, ვაშინგტონმა თავის აგენტურას 10-წლიანი ვიზა უნდა მისცეს, რომ “გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში” საზღვარზე არ დაბრკოლდეს.”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ამერიკა არ აპირებს რომ უკან დაიხიოს ჩვენი დემოკრატიის მხარდაჭერის თვალსაზრისით – სალი სამადაშვილი
Next: ლევან ხაბეიშვილი ნაც.მოძრაობის თავმჯდომარეობიდან გაუშვეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.