Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თეა წულუკიანის პირველი კომენტარი სავიზო სანქციებზე

მარშალ პრესი 06/06/2024
tea tsulukiani

ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც სამწუხაროდ ამერიკის შეერთებული შტატები უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვა შეცდომებიც იქნება დაშვებული ალბათ.

ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი ამერიკასთან მეგობრობაზე”- განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა 6 ივნისს, გადაცემა “იმედი LIVE”-ში სტუმრობისას, როდესაც გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, “ქართული ოცნების” წევრებისთვის სავიზო სანქციების დაწესებას.

“შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც მათ და ჩვენდა სამწუხაროდ, აშშ უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში. ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ კიდევ სხვა შეცდომებიც იქნება დაშვებული. დინამიკა ამას მავარაუდებინებს. ეს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს იმ დროს, რაც საჭიროა ორმხრივი ურთიერთობების დროს დადგეს, როცა დაიწყება ფურცლის გადაშლა, ურთიერთობების გადატვირთვა. პირველ რიგში, აშშ-ს ძალიან სჭირდება, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს. დაველოდებით ამ დღეს, რადგან ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულები ვიყავით და ვართ, არასდროს გვითქვამს მათთან მეგობრობაზე უარი…

მოთმინებით დაველოდებით იმ დღეს, როცა ჩვენი მეგობარი კვლავ გადაწყვეტს, რომ კვლავ მეგობრულად დაგველაპარაკოს, უარი თქვას რევოლუციების მოწყობის დაფინანსებაზე, იმ ჯგუფებმა ვინც იმ ქვეყანაშია”, – თქვა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, “ქართულ ოცნებას” მისი 12 წლიანი მმართველობის პერიოდში არასდროს გადაუდგამს სტრატეგიული პარტნიორის საწინააღმდეგო ნაბიჯები, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სწორედ დღევანდელი მთავრობაა მათთვის მიუღებელი.

Post navigation

Previous: თუ მოსკოვს გავექეცი ახლა ბრიუსელის ნარატივზე უნდა დავჯდე? მაშინ სად არის ჩემი დამოუკიდებლობა?
Next: ამერიკამ საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარება არ აპატია – დავით ჩიხელიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.