Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ მოსკოვს გავექეცი ახლა ბრიუსელის ნარატივზე უნდა დავჯდე? მაშინ სად არის ჩემი დამოუკიდებლობა?

მარშალ პრესი 06/06/2024
zurab kadagidze

„მოსახლეობას ვეუბნებით, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია, გვინდა სუვერენიტეტი და ამ დროს შიდა კანონშემოქმედებით პროცესში ვიღაცებმა და უცხო აქტორებმა ცხვირი უნდა ჩაყონ და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხარჯები არ გასაჯაროვდეს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.

მისივე თქმით, თუ საქართველოს სურს იცხოვროს სხვა ქვეყნების ნარატივით, მაშინ ქვეყნის სუვერენიტეტზეც აღარ უნდა ვსაუბრობდეთ. „მხოლოდ სუფრაზე, სადღეგრძელოების დონეზე ვთქვათ – გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს,“ – აღნიშნა მან.

„თუ მოსკოვს გავექეცი ახლა ბრიუსელის ნარატივზე უნდა დავჯდე? მაშინ სად არის ჩემი დამოუკიდებლობა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას – მეგობრებო საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა, რომელსაც არ აქვს უსაფრთხოების ნორმები შექმნილი, არ აქვს საშუალება, კანონშემოქმედებითი პროცესი აწარმოოს, არ აქვს უნარი გაწეროს საკუთარი ეროვნული ინტერესები და ამ ეროვნული ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს, ამიტომაც ის აუცილებლად დაქვემდებარებული უნდა იყოს სხვა ქვეყანას.

არ უნდა ვთქვათ, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მხოლოდ სუფრაზე სადღეგრძელოების დონეზე ვთქვათ – გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. როდესაც პოლიტიკას შეეხება საკითხი დაველოდოთ უფროს ძმას. მნიშვნელო არ აქვს დასავლეთიდან იქნება, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან თუ აღმოსავლეთიდან, მთავარია, რომ განგვისაზღვრავს ხვალინდელ დღეს. მოსახლეობასაც ნუ ჩავაყენებთ შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში. ვეუბნებით, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია, გვინდა სუვერენიტეტი და ამ დროს შიდა კანონშემოქმედებით პროცესში ვიღაცებმა და უცხო აქტორებმა ცხვირი უნდა ჩაყონ და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხარჯები არ გასაჯაროვდეს,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Post navigation

Previous: საბოლოოდ გაირკვა, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებზე ძირითადად დასავლეთის იმედად არის. ინტრიგა იმაშია, რომ ჯერ არცერთმა მათგანმა არ იცის საპასუხოდ რას უმზადებს ხელისუფლება
Next: თეა წულუკიანის პირველი კომენტარი სავიზო სანქციებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.