Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც კოლონიას ისე გვიყურებენ. ეს კი შემთხვევითი არ არის. იყო პერიოდი, როცა საქართველოს ხელისუფლება ისე მოქმედებდა, რა დავალებასაც მიიღებდნენ „მეგობრების“ მხრიდან, ახლაც ასე სურთ, მაგრამ აღარ გამოუვათ

მარშალ პრესი 06/06/2024
david kacharava

„სხვისი დავალებების შესრულება ჩვენს ქვეყანაში აღარ მოხდება,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ.

მისივე თქმით, ყველა მეგობარ ქვეყანას საქართველოსთან საუბარი თანაბარი პოზიციიდან მოუწევს.

„ვფიქრობ ჩვენმა „დასავლელმა მეგობრებმა“ არ იციან საქართველოს ისტორია. ამიტომაც თვლიან, რომ რასაც თავად აკეთებენ, ის არის ჩვენთვისაც კარგი. ეს ყველაფერი კი საქართველოში კონტრპროდუქტიულად მოქმედებს მათთვის. მათი ყველა ქმედება წამგებიანია და საზოგადოების რეაქციაც სწრაფი ტემპით მოჰყვება.

„ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა“, როგორც ჩანს საჭიროდ არ ჩათვალეს ქართველი ადამიანის ბუნება და ხასიათი შეესწავლათ, რადგან როგორც კოლონიას ისე გვიყურებენ. ეს კი შემთხვევითი არ არის. იყო პერიოდი, როცა საქართველოს ხელისუფლება იმის მიხედვით მოქმედებდა რა დავალებასაც მიიღებდნენ „მეგობრების“ მხრიდან. ახლაც ასე სურთ, მაგრამ არ გამოუვათ. გასაგებია, რომ მათთვის რთულია მუშაობის ძველ სტილს გადაეჩვიონ, მაგრამ ჩვენმა „მეგობრებმა“ უკვე დაინახეს, რომ მათი დღის წესრიგით საქართველოში არ ვიხელმძღვანელებთ. სხვისი დავალებების შესრულება ჩვენს ქვეყანაში აღარ მოხდება. საზოგადოებაც ბევრად ინფორმირებულია და ვფიქრობ, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მოუწევთ ჩვენთან თანაბარი პოზიციებიდან ისაუბრონ,“ – განაცხადა დავით კაჭარავამ.

Post navigation

Previous: სუს-მა ტერორიზმის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა – სიმშვიდე და უწყვეტი სტაბილური განვითარება მარტივად არ მოსულა, ის ჩვენი ძალოვანი უწყებების მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია
Next: რაც დააანონსა ნაციონალურმა მოძრაობამ – თავად დაემართათ, დააანონსეს რიგგარეშე არჩევნები, არეულობა, საქართველოს დაშლა – თვითონ მიიღეს და თავად დაიშალნენ მარტივ მამრავლებად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.