Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სუს-მა ტერორიზმის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა – სიმშვიდე და უწყვეტი სტაბილური განვითარება მარტივად არ მოსულა, ის ჩვენი ძალოვანი უწყებების მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია

მარშალ პრესი 06/06/2024
davit chikhelidze

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალთა ჯგუფი მუშაობს, მათთვის ამოსავალ წერტილს სახელმწიფოს/მოქალაქის უსაფრთხოება და მშვიდობა წარმოადგენს! – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ორი პირის დაკავებასთან დაკავშირებით.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ქვეყანაში არსებული სიმშვიდე და უწყვეტი სტაბილური განვითარება მარტივად არ მოსულა და ის საქართველოს ძალოვანი უწყებების მუდმივი შრომის შედეგია.

“დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალთა ჯგუფი მუშაობს, მათთვის ამოსავალ წერტილს სახელმწიფოს/მოქალაქის უსაფრთხოება და მშვიდობა წარმოადგენს! სუსმა ტერორიზმის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, ამოღებულია საბრძოლო მასალა და გამოძიებისთვის საინტერესო სხვა ნივთმტკიცებები, საგულისხმოა რომ სუსმა 2023 წელს იმავე ბრალდებით 7 პიროვნება დააკავა, რაც ტერორიზმის მხრიდან მომდინარე საფრთხეზე მიანიშნებს.

ამჟამად მიმდინარეობს კონტრტერორისტული ღონისძიებები დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების იდენტიფიცირების მიზნით. მადლობა სიმშვიდისთვის, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია, სიმშვიდე და უწყვეტი სტაბილური განვითარება მარტივად არ მოსულა, ის ჩვენი ძალოვანი უწყებების ოცდაოთხ საათიანი, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია!” – წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: სუს-მა ტერორისტულ “დაეშთან” დაკავშირებული ორი ავაზაკი გამოავლინა და დააკავა
Next: როგორც კოლონიას ისე გვიყურებენ. ეს კი შემთხვევითი არ არის. იყო პერიოდი, როცა საქართველოს ხელისუფლება ისე მოქმედებდა, რა დავალებასაც მიიღებდნენ „მეგობრების“ მხრიდან, ახლაც ასე სურთ, მაგრამ აღარ გამოუვათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.