Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩს შეხვდა

მარშალ პრესი 24/05/2022
პლენკოვიჩს

დავოსში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან გამართა შეხვედრა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადის მნიშვნელობას. პრემიერის თქმით, ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ პროცესში პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ხორვატიას ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების დიდი პოტენციალი აქვთ და ხაზი გაესვა აღნიშნული პოტენციალის ათვისების კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.

Post navigation

Previous: ჯორჯ სოროსი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი შეიძლება იყოს
Next: უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთი უკრაინაში გრძელვადიანი ომისთვის ემზადება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.