Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ჯორჯ სოროსი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი შეიძლება იყოს

მარშალ პრესი 24/05/2022
ჯორჯ სოროსი

ამერიკელი მილიარდერისა და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი შეიძლება ყოფილიყო, ამიტომ თავისუფალი ცივილიზაციის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზა დასავლეთის მიერ ვლადიმირ პუტინის ძალების დამარცხებაა.

„[რუსეთის] შეჭრა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი შეიძლება ყოფილიყო და ჩვენი ცივილიზაცია შეიძლება ვერ გადაურჩეს მას. ჩვენი ცივილიზაციის შენარჩუნების საუკეთესო და ალბათ ერთადერთი გზა პუტინის რაც შეიძლება მალე დამარცხებაა“, – აღნიშნა სოროსმა.

ჯორჯ სოროსის აზრით, პუტინი ახლა მიიჩნევს, რომ უკრაინაში შეჭრა შეცდომა იყო და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებისთვის ემზადება.

„მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა მიუღწეველია, რადგან მისი [პუტინის] ნდობა შეუძლებელია. რაც უფრო სუსტდება პუტინი, მით უფრო არაპროგნოზირებადი ხდება“, – განაცხადა მან.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა
Next: ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.