Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც ჩანს, არის ევროკავშირში რაღაც სტრუქტურები, რომელსაც აწყობს, რომ არსებობდეს აქ ერთგვარი ფარული ყულაბა, რომლითაც პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ექნებათ

მარშალ პრესი 06/06/2024
shalva papuashvili

,,სირცხვილია, საბოლოო ჯამში რაზეც ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროკავშირის ფული ფარულად, სპეცსამსახურების მეთოდებით იხარჯება საქართველოში. ეს არის ფაქტი,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა,მათ არანაირი ანგარიშვალდებულება არა აქვთ არც საქართველოს და არც ევროკავშირის მოქალაქეების მიმართ, თუ რაში იხარჯება საქართველოში მათი ფული.

,,ზოგიერთ ელჩს აქ რომ ვეკითხები საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ EED როგორ ხარჯავს აქ ფულს. იგივეს აკეთებს ამერიკის დემოკრატიის ფონდი (NED), რომელიც, ასევე, ფარულად, იატაკქვეშიდან ხარჯავს ფულს.

აქამდე თუ იყო მიამიტობა, გაურკვევლობა, ერთი წელი მე ინტენსიურად ვსაუბრობდი დონორებთან, მათ შორის, ევროკავშირის ზოგიერთ წარმომადგენელთან დაფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე, ამ მხრივ, შედეგი არის ნული. როგორც ჩანს, არის ევროკავშირში რაღაც სტრუქტურები, რომელსაც აწყობს, რომ არსებობდეს აქ ერთგვარი ფარული ყულაბა, რომლითაც პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ექნებათ. ეს არის ყველაზე ანტიევროპული ქცევა, რითაც დღეს ევროკავშირის ზოგიერთი ინსტიტუცია, მათ შორის, ევროპის დემოკრატიის ფონდი არის დაკავებული, რომელიც ფაქტობრივად პოლიტიკურ კორუფციაში ხარჯავს ფულს.

ევროკავშირის ფული, დღეს საქართველოში EED-ის მეშვეობით პოლიტიკურ კორუფციაში იხარჯება,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა “თავისუფალი სივრცეში” სტუმრობისას.

Post navigation

Previous: ვერ გაიგეს ქართველი კაცის ბუნება – თუ ვინმე ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ სწორი არჩევანისთვის დაგვასანქცირებს, დაგვასანქციროს, ამით ვერ შეგვაშინებენ
Next: არ დავუშვებთ, რომ ქვეყანა გაეხვიოს დესტრუქციაში, მითუმეტეს ომში – სუვერენიტეტს და ქვეყნის ინტერესებს არ ვცვლით ავიაბილეთებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.