Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვერ გაიგეს ქართველი კაცის ბუნება – თუ ვინმე ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ სწორი არჩევანისთვის დაგვასანქცირებს, დაგვასანქციროს, ამით ვერ შეგვაშინებენ

მარშალ პრესი 06/06/2024
david kacharava

საქართველოს შესაძლო დასანქცირების საკითხზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქვეყნის ინტერესების და სუვერენიტეტის დაცვისთვის სანქცირებით დამუქრება ღიმილის მომგვრელია, ვინაიდან ამით ქართველ კაცს ვერ შეაშინებენ.

დავით კაჭარავას თქმით, როცა საქართველოს სანქციებით ემუქრებიან, მისი ავტორები შეცდომას უშვებენ, რადგან ეს მუქარა ქვეყანას კიდევ უფრო აძლიერებს.

„მაშინ, როდესაც საკითხი დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების და სუვერენიტეტის დაცვაზე, სანქცირებით მუქარა ღიმილის მომგვრელია. როცა საკითხი ეხება ჩვენს დასანქცირებასა და ჩვენი ქვეყნის უკრაინის მსგავს მდგომარეობაში ჩაყენებას, არავის გასჩენია ფიქრი იმის, რომ სანქციები ჩვენთვის რაიმე საფრთხეს წარმოადგენს.

ვერ გაიგეს ქართველი კაცის ბუნება – თუ ვინმე ჩვენი ქვეყნის სწორი არჩევანისთვის დაგვასანქცირებს, დაგვასანქციროს. ამაშიც შეცდომას უშვებენ – სანქციებით მუქარა და ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლიერებს. როდესაც ადამიანი მართალი ხარ და სიმართლისა და ქვეყნის გულისთვის იქიდან შანტაჟის, მუქარის, სანქციის ენით გესაუბრებიან, ჩვენ ქართველებს ეს ყველაფერი გვაძლიერებს და იქიდან, რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, აქედან ათმაგად მივაწვებით,” – განაცხადა დავით კაჭარავამ.

Post navigation

Previous: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებს
Next: როგორც ჩანს, არის ევროკავშირში რაღაც სტრუქტურები, რომელსაც აწყობს, რომ არსებობდეს აქ ერთგვარი ფარული ყულაბა, რომლითაც პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ექნებათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.