როგორც წესი, არავის არ ვეხები, ვიდრე თავზე კოცონს არ დაინთებენ ხოლმე. დიდი ხანია მოთმინებით ვუსმენ და ვკითხულობ თაკო ჩარკვიანის გამოხტომებს ჩვენთან და ჩვენი პარტიის წევრებთან მიმართებაში და ახლა მინდა, რომ ძალიან მოკლე კომენტარით შემოვიფარგლო:
“ქალბატონო თაკო, ვიდრე პირს გააღებთ (რომელსაც აშკარად ვერ აკონტროლებთ) და მალხაზ თოფურიას გალანძღავთ, იქნებ კეთილისმსურველებმა აგიხსნან, რომ ფეიკგვერდის პოსტებს ეხმიანებით. მალხაზ თოფურიას არ ეკუთვნის ის აზრები, რის გამოც ლამის ლინჩის წესით გაასამართლეთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს ამ ყალბი გვერდის შექმნის საკითხს. უბრალოდ, არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ უკვე იმ სტადიაში ბრძანდებით, როცა ავატარებს ელაპარაკებით და მოღალატეებად აცხადებთ. დაეშვით, ქალბატონო თაკო, დაეშვით მიწაზე… რეალობაში დაეშვით, თორემ ჩვენც ვიცით პოსტების წერა”– წერს “პატრიოტთა ალიანსი”-ს მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, “პატრიოტთა ალიანსი”-ს წევრ მალხაზ თოფურიას სახელით სოციალურ ქსელში გავრცელდა ფეისბუქ სტატუსის ე.წ სქრინი, რაზეც, თავად მალხაზ თოფურია ამბობს, რომ მას არ ეკუთვნის და არის ყალბი პროფილი, რომელიც მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა როგორც მისი, ასევე პარტია “პატრიოტთა ალიანსი”-ს მიმართ.
ჯანდაცვის სისტემის განვითარება განსაკუთრებული პრიორიტეტია, ასევე სერიოზული ინვესტიციები ჩაიდება მულტიფუნქციური სპორტული...