„საოცარია ოპოზიციის კომენტარები, ხალხისაგან განსხვავებით, ცუდ ხელისუფლებაზე, რომელიც არ იმსახურებს წარმოადგინოს ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატად, თითქოს ამ ხელისუფლებას არ ჰქონდეს მოგებული ბოლო 10 წლის მანძილზე ყველა დონის არჩევნები და მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესსაც არ გამოხატავდეს!“– წერს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით საქართველო ევროკავშირის კანდიდატიც გახდება და არც თუ შორეულ მომავალში წევრის სტატუსსაც მიიღებს, რისი ყველა წინაპირობაც სახეზეა, გნებავთ გეოპოლიტიკური და გნებავთ ქვეყნის განვითარების არსებული და სამომავლო განვითარების მაჩვენებლით. „ო, დროებავ, ო, ზნე-ჩვეულებანო! ძველ რომში ციცერონის ნათქვამი ეს ცნობილი ფრაზა, ზედგამოჭრილია ქართული რეალობისათვის. დამოუკიდებლობიდან 30 წლის მანძილზე, ქართული ოპოზიციის არც ზნე შეცვლილა და არც ჩვეულება.
ეს ალბათ იმის შედეგიც არის, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი იგივე სახეებით და აზროვნების წესით არიან პოლიტიკაში შემორჩენილი, რომლებიც მონაწილეობდნენ ეროვნული ხელისუფლების გარედან ინსპირირებულ იარაღით დამხობაში, რასაც აფხაზეთის ომის წაგება, ხოლო შემდგომ დსთ-ში ჩვენი სამარცხვინო “შეთრევა” მოყვა. პირდაპირ საოცარია ოპოზიციის კომენტარები, ხალხისაგან განსხვავებით, ცუდ ხელისუფლებაზე, რომელიც არ იმსახურებს წარმოადგინოს ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატად, თითქოს ამ ხელისუფლებას არ ჰქონდეს მოგებული ბოლო 10 წლის მანძილზე ყველა დონის არჩევნები და მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესსაც არ გამოხატავდეს!
ფსევდოღირებულებების და ფსევდოლიბერალიზმის არსებული ოპოზიციური წარმოსახვა, ერთი- ერთში იმეორებს პრეზიდენტ გამსახურდიას და რეალურად ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ მოღალატეობრივ ნარატივს- გამსახურდიას მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობა, რომ არ უნდოდათ! სასწაული თუ უნდა მოხდეს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ბატონ ბოკერიას ვციტირებ, დემოკრატიის უკუსვლის გამო, საინტერესოა როდესაც ევროკავშირის წევრად მიიღეს ან თუნდაც თურქეთს ან ალბანეთს დემოკრატიის რა ისეთი მაჩვენებელი ჰქონდათ? პირდაპირ უნდა ითქვას, არც ერთის და არც მეორის დღევანდელ საქართველოსთან შედარებაც კი არ შეიძლება, როგორც კანონმდებლობის დაახლოების, ისე ინსტიტუციონალური განვითარების თვალსაზრისით.
თანამედროვე თურქეთი, დემოკრატიის ხარისხით დღესაც რომ ჩამორჩება საქართველოს, სწორედ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ გახდა მსოფლიოში ხუთეულში შემავალი ინდუსტრიული კომპონენტის ქვეყანა, მაშინ როდესაც ამ სტატუსის მიღებამდე ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა იყო. და თუ ოპოზიციას ჰგონია, რომ ამ ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება მხოლოდ ხელისუფლებას დაბრალდება, ხოლო კანდიდატად მიღების შემთხვევაში, ამას თავის თავზე მიიწერენ, ძალიანაც შემცდარან! ყველა მათი სამარცხვინო და ქვეყნისათვის დამაზიანებელი განცხადება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, როგორც იტყვიან ხელის გულზე დევს! საქართველო კი ევროკავშირის კანდიდატიც გახდება და არც თუ შორეულ მომავალში წევრის სტატუსსაც მიიღებს, რისი ყველა წინაპირობაც სახეზეა, გნებავთ გეო პოლიტიკური და გნებავთ ქვეყნის განვითარების არსებული და სამომავლო განვითარების მაჩვენებლით!“– წერს გიორგი ცუცქირიძე.
სამწუხაროდ, ადამიანებს დაავიწყდათ, რომ ჩვენ თუ მართლმადიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მართლმადიდებლად ვართ...