Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები, აქ შევჩერდები – მეთიუ მილერი

მარშალ პრესი 04/06/2024
metiu mileri

ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები, აქ შევჩერდები, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა.

მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი აშორებს საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას და შეუძლია მოახდინოს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა.

„ეს ქმედებები ფუნდამენტურად ცვლის აშშ-ის ურთიერთობას საქართველოსთან. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობის გადახედვა და გავაგრძელებთ პასუხის გაცემას იმ ქმედებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ მიიღო“, – განაცხადა მილერმა.

„ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციების ახალი პოლიტიკა. ჩვენ ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები, აქ შევჩერდები. მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მათ დაწესებას არ დავაყოვნებთ“, – დასძინა მან.

Post navigation

Previous: გოგა ხაინდრავამ ამერიკის საელჩოს ვიზის გაუქმების მოთხოვნით მიმართა
Next: სალომე ზურაბიშვილი მის ქარტიაზე ხელმომწერებს აფრთხილებს, რომ ძალიან მკაცრი იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.