Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

მაია სანდუ 50 წლის გახდა და ჰეროდეს მოცეკვავე გერისა არ იყოს, საჩუქრად ექს-პრეზიდენტ იგორ დოდონის “თავი” მოითხოვა

მარშალ პრესი 24/05/2022
დავით ქართველიშვილი

,,გუშინ მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ 50 წლის გახდა და ჰეროდეს მოცეკვავე გერისა არ იყოს, საჩუქრად ექს-პრეზიდენტ იგორ დოდონის “თავი” მოითხოვა. ევროკავშირის გზაზე საქართველოზე “წინ მყოფმა” მოლდოვამ დოდონი ჯერ მისი 9 მაისის მიმართ დამოკიდებულების გამო დააჯარიმა, ხოლო დღეს დილით იგი უკვე დააკავეს.’’–  ასე ეხმიანება  დავით ქართველიშვილი მოლდოვაში ექს-პრეზიდენტის იგორ დოდონის დაპატიმრებას. როგორც ქართველიშვილი წერს, მას ბრალი ედება მოლდოვას სსკ-ით გათვალისწინებული რამდენიმე მუხლით: პასიური კორუფცია, პოლიტიკური პარტიის დაფინანსება დანაშაულებრივი ორგანიზაციისგან, სახელმწიფო ღალატი, არაკანონიერი გამდიდრება. ,,გუშინ მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ 50 წლის გახდა და ჰეროდეს მოცეკვავე გერისა არ იყოს, საჩუქრად ექს-პრეზიდენტ იგორ დოდონის “თავი” მოითხოვა.

ევროკავშირის გზაზე საქართველოზე “წინ მყოფმა” მოლდოვამ დოდონი ჯერ მისი 9 მაისის მიმართ დამოკიდებულების გამო დააჯარიმა, ხოლო დღეს დილით იგი უკვე დააკავეს. ბრალი წაყენებული აქვს მოლდოვას სსკ-ით გათვალისწინებული რამდენიმე მუხლით: პასიური კორუფცია, პოლიტიკური პარტიის დაფინანსება დანაშაულებრივი ორგანიზაციისგან, სახელმწიფო ღალატი, არაკანონიერი გამდიდრება. ევროკავშირის გზაზე საქართველოსა და მოლდოვაზე “კიდევ უფრო წინ” მყოფ უკრაინაში კი გუშინ დაპატიმრებულ ოპოზიციონერ-ლიდერ მედვედჩუკს “ხელიდან პასტა ვერ გააგდებინეს” – თავისი ჩვენებით სახელმწიფო ღალატში ბრალდებულ ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართ წაყენებული ბრალდება მან ათმაგად დაუმძიმა. ასე რომ პოროშენკოსთვის წინასწარ აღმკვეთ ზომად – პატიმრობის შეფარდების მოლოდინში ვართ. ასე რომ ექს-პრეზიდენტებთან მიმართებაში “ასოცირების ტრიო” გათანაბრებულ პირობებში იმყოფება და აწი მათ წინსვლას ევროკავშირისკენ გზაზე მხოლოდ ამ ქვეყნებში მიმდინარე და უკვე განხორციელებული რეფორმების მაჩვენებლებმა უნდა განაპირობოს, რაშიც ყველაზე სკეპტიკური შეფასებებით, საქართველო უპირობო ლიდერია.’’ წერს ქართველიშვილი facebook – ზე.

Post navigation

Previous: მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი 72 საათით დააკავეს
Next: სად არის დემოკრატია, რატომ სდუმს მოლდოვას სახალხო დამცველი? რატომ არ შფოთავს კუბილაუსი, სად არიან არასამთავრობოები?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.