Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უცხოეთი

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი 72 საათით დააკავეს

მარშალ პრესი 24/05/2022
იგორ დოდონი

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი 72 საათით დააკავეს. იგორ დოდონი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მოლდოვის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, მარიანა კიორპეკმა განაცხადა.

დილიდან მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურა იგორ დოდონის სახლში და დამატებით 11 დაწესებულებაში ჩხრეკას აწარმოებს. პროკურატურა კორუფციის, უკანონო გამდიდრებისა და სახელმწიფო ღალატის საქმეებს იძიებს.

როგორც მედია წერს, 18 მაისს მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ის მოლდოველი ოლიგარქისგან ვლადიმერ პლახოტნიუკისგან ქრთამის აღებაში იყო ეჭვმიტანილი. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, რომ ოლიგარქი ცდილობს, მაშინდელ მოლდოვის პრეზიდენტს გადასცეს შავი პაკეტი, რომელშიც სავარაუდოდ თანხა იდო.

მედიის თქმით, ამ ვიდეოს გამოჩენის შემდეგ დაიწყო გამოძიება, თუმცა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დანაშაული თავდაპირველად ვერ გამოავლინა და სასამართლომ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა. გასულ კვირას კი, კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს.

Post navigation

Previous: საგამოძიებო სამსახურმა მაკა რაზმაძის ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
Next: მაია სანდუ 50 წლის გახდა და ჰეროდეს მოცეკვავე გერისა არ იყოს, საჩუქრად ექს-პრეზიდენტ იგორ დოდონის “თავი” მოითხოვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.