ტელეწამყვანი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოეტი ზვიად რატიანი მას დაემუქრა და შეურაცხმყოფელი ტექსტი მიწერა.
“მივმართავ ჩემ კოლეგებს – ჟურნალისტებს: რას ნიშნავს როცა ჟურნალისტური საქმიანობის გამო ადამიანი გემუქრება?ასევე მივმართავ ლიბერალური ღირებულებების დამცველ ადამიანებს: როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა საქმიანობის გამო გვაგინებენ, სიძულვილის ენით გვემუქრებიან და პირადი ცხოვრების (არარსებული და მისივე მოგონილი) ამბის გამოფენით გვაშანტაჟებენ? ეს რას ნიშნავს?ეს ყველაფერი გააკეთა პოეტად ცნობილმა და სინამდვილეში თურმე ბინძურმა ჭორიკანამ და მატყუარამ ზვიად რატიანმა, რომელზეც როცა სცემეს ათასი გადაცემა გვაქვს გაკეთებული “იბერიაში” მე და ჩემს მეგობრებს სოლიდარობის ნიშნად.
ჯერ არ მინდა აქ გამოვფინო ის მუქარები,უშვერი გინებები და ზიზღის ენით მოწერილი სმს სქრინები რაც მან იკადრა.არ ვიცნობ, არ მყავდა მეგობრებში, შემომივარდა და სინამდვილეში სადაც მისი ადგილია ანუ სპამში აღმოვაჩინე მისი სიძულვილით, შანტაჟით და მუქარებით დაწერილი გზავნილი.
როცა მიხვდა რომ ამ ტყუილს ვერ დაამკვიდრებდა მერე თვითონვე დამბლოკა.რაც იკადრა ამ ბინძურმა კაცმა თუ არაკაცმა არ მინდა აქ დავდო და რომ გამოვფინო ზუსტად ვიცი გამარჯობას აღარ ეტყვით აღარავინ ვინც იცნობთ.ჯერ სხვას არაფერს დავწერ.ვნახოთ აბა ჩამოვალ და მოგხედავო და ველოდები ჩამოვიდეს და მაგებინოს პასუხი იმის გამო რომ არ მოსწონს ჩემი გადაცემები.ანუ მისი ლექსები ვისაც არ მოსწონს ამ ლოგიკით მასაც უნდა მოუგონონ საშანტაჟო ტყუილები ვითომ პირადი ცხოვრების დეტალებით და ფიზიკური განადგურებითაც დაემუქრონ?
როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს ლიბერალურ ფასეულობებს ამოფარებული ფაშისტებისგან თავის დასაცავად?
P.S. – . თურმე ვის ვიცავდით…მისგან დასაცავი გავხდი”- წერს მაკა რაზმაძე.
საქმეზე მოკვლევა დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. დაკითხვაზე იმყოფებოდა თავად მაკა რაზმაძეც.
რაც ეხება ზვიად რატიანს, ის ამჯერად ემიგრაციაში იმყოფება. 2017 წელს კი საპოლიციო რეიდის დროს დააკავეს, რაც სკანდალისა და დაპირისპირების მიზეზად იქცა მასსა და სამართალდამცველებს შორის. ის პოლიციას მის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებდა.
ეუთო/ოდირის ოფიციალური განცხადებიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოს ჰყავს ახლადარჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, ეს...