Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილმა „სიტიბანკის“ თავმჯდომარის მოადგილესთან საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია განიხილა

მარშალ პრესი 24/05/2022
605

საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „სიტიბანკის“ საბანკო, კაპიტალის ბაზრებისა და მრჩეველთა თავმჯდომარის მოადგილე ჯეი კოლინზის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობა საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდასაქმნელად მუშაობს და სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი უკვე შემუშავებულია.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე არაერთი გავლენიანი ანალიტიკური კომპანიების რეიტინგები მოწმობს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საბანკო და ფინანსური მომსახურების ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სექტორია საქართველოში, ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკი კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე Premium Listing-შია წარმოდგენილი. საქართველო მუდმივად ახორციელებს რეფორმებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და პოლიტიკური და საინვესტიციო კლიმატის პროგნოზირებადობის უზრუნველსაყოფად.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო სანდო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია და „სიტიბანკის“ დელეგაცია საინვესტიციო გარემოს შესასწავლად საქართველოში მიიწვია.
“სიტიბანკი” უმსხვილესი ამერიკული ბანკია, რომელსაც ფილიალი მსოფლიოს 19 ქვეყანაში აქვს, მათ შორის აშშ-ში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, უნგრეთში, პოლონეთსა და ირლანდიაში. 2021 წელს ბანკის შემოსავალმა 72 მილიარდ დოლარამდე შეადგინა.

 

Post navigation

Previous: ერთდღიანი ფეიკი და ვიშვიში ჰქონდათ – ირაკლი ლატარია
Next: ეს ყველაფერი გააკეთა პოეტად ცნობილმა და სინამდვილეში თურმე ბინძურმა ჭორიკანა და მატყუარა ზვიად რატიანმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.