Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ასე შეეძლო განეცხადებინა ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგს საქართველოზე, მაგრამ თლა მასე არ განაცხადა

მარშალ პრესი 01/06/2024
DAVID KARTVELISHVILI

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, იმის შესახებ თუ რა ამოიკითხა მან ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტერბერგის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებაში.

მისივე თქმით, სტოლტერბერგი განცხადების გაკეთებისას ამბობდა ერთს და ფიქრობდა სხვა რამეს. „მაგრამ თლა მასე არ განაცხადა. თუმცა, მე ეს ამოვიკითხე…“ – აღნიშნავს ქართველიშვილი.

„სტოლტენბერგის განცხადების სრული ვერსია, როგორც ნაზავი იმისა, რას ფიქრობს და რას ამბობს, ალბათ ასეთი შინაარსის იქნებოდა: “იმსახურებს თუ არა საქართველო სანქციებს? რა თქმა უნდა – იმსახურებს. დემოკრატიის უკუსვლამ თქვენში ჩვენი უკიდურესი იმედგაცრუება გამოიწვია და იმდენად შეშფოთებულად აღვშფოთდით, როგორც ამას ნებისმიერი რუსული რეჟიმი და პუტინის კრემლის მანქანები გამოიწვევდნენ ჭეშმარიტი დასავლური ფასეულობების მქონე ორგანიზაციაში. მაგრამ, ამის მიუხედავად, საქართველო – პარტნიორია ჩვენი და მნიშვნელოვანია ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყანასთან, როგორიც საქართველოა. ალბათ გულის სიღრმეში ყველა ჩვენგანი სადღაც რუსეთუმე ან სტალინისტია, შეიძლება მაზოხისტებიც ვართ, ან ტოტალურად ვცრუობთ, ზუსტად ვერ გეტყვით. მაგრამ საქართველო – პარტნიორია ჩვენი!”, – ასე შეეძლო განეცხადებინა ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგს, მაგრამ თლა მასე არ განაცხადა. თუმცა, მე ეს ამოვიკითხე…“ – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ევროკავშირი არის პირდაპირ ჩართული შუა დერეფანში, მისი პირდაპირი ინტერესია ამ პროექტის განხორციელება და როგორ შეიძლება ევროკავშირს არ აინტერესებდეს საქართველოსთან ურთიერთობა
Next: სახლებში მივარდნები გახდა კოლექტიური ოპოზიციის და მათი მედიების და აქტივისტების ტაქტიკა-სადამდე უნდა ითმინოს ეს ყოველივე ჩვენმა საზოგადოებამ?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.