Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირი არის პირდაპირ ჩართული შუა დერეფანში, მისი პირდაპირი ინტერესია ამ პროექტის განხორციელება და როგორ შეიძლება ევროკავშირს არ აინტერესებდეს საქართველოსთან ურთიერთობა

მარშალ პრესი 01/06/2024
guram macharashvili

ოპოზიციის ნარატივს, რომ საქართველოს ევროპა ებრძვის, ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი პასუხობს და აცხადებს, რომ მთელი ეს საპროტესტო კამპანია, რომელიც გამჭვირვალობის კანონს მოყვა, მიმართული იყო საქართველოზე გავლენის გასაძლიერებლად. როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, ეს პროცესი მიმართულია საქართველოს დასუსტებისკენ.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი იმასაც აღნიშნავს, რომ ევროკავშირს საქართველოსთან ურთიერთობის სურვილის დასტურად საკმარისია ბრიუსელის ინტერესი შუა დერეფნის პროექტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, რამეთუ ჩინეთი ევროკავშირის უმთავრესი საგარეო სავაჭრო პარტნიორია. „ევროკავშირი არის პირდაპირ ჩართული შუა დერეფანში, მისი პირდაპირი ინტერესია ამ პროექტის განხორციელება. მას 700 მილიარდზე მეტი აქვს ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა, ნომერი პირველი იმპორტიორია და როგორ შეიძლება ევროკავშირს არ აინტერესებდეს საქართველოსთან ურთიერთობა?

ეს პროცესი მიმართულია (შეიძლება კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდეს) მხოლოდ იმისკენ, რომ დაგვასუსტონ და აჩვენონ საზოგადოებას, რომ ამ სახელმწიფოში ისე უნდა იყოს, როგორც ისინი იტყვიან, თორემ საქართველოსთან ურთიერთობა რომ უნდათ, ეს ბორელის განცხადებაშიც გამოჩნდა, როცა თქვა, რომ დიახ, არ ვეთანხმებით ამ კანონს, მაგრამ ევროკავშირში არის ქვეყნები, რომლებიც ცოტა სხვანაირად ფიქრობენო. ჩვენ ყველა შემთხვევაში ვტოვებთ გასასვლელს – აშშ-თანაც, ევროკავშირთანაც, იმიტომ, რომ ვიცით ეს ურთიერთობები აუცილებლად შედგება. ვისი დროშები იყო შუა დერეფნის პირველ სატრანზიტო ტვირთზე – ჩინეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და ევროკავშირის. ამას ალტერნატივა არ აქვს. უბრალოდ ახლა ამ ოთხეულში შეხვალ ცალი ფეხით თუ ორით, ამაზე იყო დამოკიდებული ეს ბრძოლა და ჩვენ შევედით ორივე ფეხით. აი, ეს არის მოცემულობა,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: მე მიშას ახლობელი და მეგობარი არასოდეს ვყოფილვარ – დევნილი ვიყავი მთელი მისი მმართველობის პერიოდი
Next: ასე შეეძლო განეცხადებინა ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგს საქართველოზე, მაგრამ თლა მასე არ განაცხადა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.