Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩევნების შემდეგ, როცა კოლექტიური “ნაცები” პოლიტიკურად განადგურდებიან, აუცილებელია ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების სრული მხილება, კმარა დაუსჯელ ფსევდოლიბერალ ფაშისტთა ბოგინი

მარშალ პრესი 31/05/2024
gia abashidze

26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა კოლექტიური “ნაცები” პოლიტიკურად განადგურდებიან, აუცილებელია ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების სრული მხილება და “ნაცმოძრაობის”, როგორც მოღალატე და ექსტრემისტული პარტიის აკრძალვა, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, “ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც დეპუტატი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ჯაშუშების გამოვლენისა და დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს.

ანალიტიკოსის განცხადებით, უსამშობლოების ლუსტრაცია ჯერ კიდევ “გამჭვირვალობის კანონის” ამოქმედებამდე მოხდა, თუმცა, ჯაშუშობის და ფსიქოლოგიური ტერორის ადგილი საჯარო სივრცეებში არ უნდა იყოს და დასავლური დემოკრატიების მსგავსად, კანონის დამრღვევებმა პასუხი უნდა აგონ.

“26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა კოლექტიური “ნაცები” პოლიტიკურად განადგურდებიან, აუცილებელია ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების სრული მხილება და “ნაცმოძრაობის”, როგორც მოღალატე და ექსტრემისტული პარტიის აკრძალვა. გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებამდე, უსამშობლოების ლუსტრაცია მომხდარია, თუმცა ჯაშუშებისა და ფსიქოლოგიური ტერორისტების ადგილი არ უნდა იყოს საჯარო სივრცეებში ისევე, როგორც ეს დასავლურ დემოკრატიებშია. დაარღვიეს კანონი, მიიღონ შესაბამისი სასჯელი. კმარა დაუსჯელ ფსევდოლიბერალ ფაშისტთა თავხედური ბოგინი, საზოგადოებას ყელში ამოუვიდა მარგინალი რევანშისტების ჭარბი ტოქსიკურობა.” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: დიდი ხანია ვამბობთ, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ნიურბერგის მსგავსი პროცესი, სადაც უნდა გასამართლდეს ყველა ის ძალა, რომელიც ფინანსური დაინტერესების ფასად ჯაშუშობს და ჰყიდის საქართველოს სახელმწიფოს
Next: გასამართლდეს არა მარტო დაფინანსებული აგენტურული ქსელი, არამედ ის ადამიანებიც ვინც დღესაც აწარმოებენ ფსიქოლოგიურ ძალადობასა, ბულინგს ხელისუფლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025