Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიდი ხანია ვამბობთ, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ნიურბერგის მსგავსი პროცესი, სადაც უნდა გასამართლდეს ყველა ის ძალა, რომელიც ფინანსური დაინტერესების ფასად ჯაშუშობს და ჰყიდის საქართველოს სახელმწიფოს

მარშალ პრესი 31/05/2024
EDISHER

“უცხოური გავლენის გამჭირვალეობის” კანონის მიღების შემდეგ რა ქმედებებსაც ქვეყანაში აქვს ადგილი გარედან მხარდაჭერილი და მართული ცალკეული ორგანიზებული ჯგუფების თუ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, ეს სხვა არაფერია, თუ არა წმინდა წყლის ფაშიზმი!- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტი „ხალხის ძალის“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და იზიარებს მის პოზიციას იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად და აღკვეთოს ის უმსგავსობები და ჯაშუშური ქმედებები, რომელსაც სახელმწიფო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ თავშეყრის, კერძო საკუთრების ფარგლებში, მოურიდებლად და გამომწვევად ახდენენ მეხუთე კოლონის წარმომადგენლები!

გვენეტაძის თქმით, საქართველოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ნიურბერგის მსგავსი პროცესი!

„დიდი ხანია ვამბობთ, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ნიურბერგის მსგავსი პროცესი! სადაც პოლიტიკურ-სამართლებრივ კონტექსტში უნდა გასამართლდეს ყველა ის კოლაბორაციონისტული ძალა, რომელიც დაწყებული 2004 წლიდან დღემდე შეგნებულად ღალატობს, ფინანსური დაინტერესების ფასად ჯაშუშობს და ჰყიდის საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს!

ამ საშინელ ძალაში ანუ მეხუთე კოლონაში ფულის გამო გაერთიანებული სუბიექტები და ჯგუფები თავიანთ ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაზოგადოებრივი და ჯაშუშური ქმედებების გამო აუცილებლად იმსახურებენ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას!

არ შეიძლება წესიერ, პატიოსან და ქვეყნის მოყვარულ ადამიანს შეექმნას იმის განცდა, რომ მისი დამცველი სახელმწიფო არაა!
“უცხოური გავლენის გამჭირვალეობის” კანონის მიღების შემდეგ რა ქმედებებსაც ქვეყანაში აქვს ადგილი გარედან მხარდაჭერილი და მართული ცალკეული ორგანიზებული ჯგუფების თუ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან (ბულინგი, შეურაცხყოფებები, ფსიქოლოგიური ზეწოლები განსხვავებულად მოაზროვნეებისადმი) ეს სხვა არაფერი არის თუ არა წმინდა წყლის ფაშიზმი, რამაც ქვეყანაში შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები!

ამიტომაც სრულიად ვიზიარებ “ხალხის ძალის” წარმომადგენლის ბნ გურამ მაჭარაშვილის პოზიციას იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს კანონის შესაბამისად და აღკვეთოს ის უმსგავსოები და ჯაშუშური ქმედებები, რომელსაც დღისით, მზისით საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ თავშეყრის, კერძო საკუთრების ფარგლებში… მოურიდებლად და გამომწვევად ახდენენ მეხუთე კოლონის წარმომადგენლები!

თითოეულ კანონდამრღვევს და ჯაშუშს მიუჩინოს ადგილი იქ, რომელსაც ჩვენი წინაპრები უწოდებდნენ “ვირის აბანო”-ს! რამეთუ თუ “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!”-წერს ედიშერ გვენეტაძე.

Continue Reading

Previous: საჭიროა კანონის მთელი სიმკაცრით ამოქმედება, დამნაშავეების გამოაშკარავება და დასჯაც, ერმაც და ბერმაც უნდა იცოდეს, ვინ არის ამ ქვეყნის დაქცევის მომხრე, უცხო ქვეყნის აგენტი და ყველაფერზე წამსვლელი ჯაშუში
Next: არჩევნების შემდეგ, როცა კოლექტიური “ნაცები” პოლიტიკურად განადგურდებიან, აუცილებელია ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების სრული მხილება, კმარა დაუსჯელ ფსევდოლიბერალ ფაშისტთა ბოგინი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025