Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევასა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას გამოეხმაურა

მარშალ პრესი 29/05/2024
444500358_836971795152074_5876418000970208072_n

დღეს, გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევასა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამჭვირვალობის კანონი ძალიან მალე მოგვცემს შედეგებს, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, რაც არის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წინაპირობა.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველივე სხდომაზე, მთავრობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება დაასახელა ერთ-ერთ მთავარ პრინციპად შესაბამისად, სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სტრუქტურების მიმართ მთავარი მოთხოვნა და მოლოდინი გახლავთ გამჭვირვალობა.

მთავრობის თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები მიმოიხილა. აღნიშნა, რომ ტურიზმის მიმართულებით არის დადებითი დინამიკა და უცხოელი ვიზიტორების 10 % იანი ზრდა. განხორციელდა ზღვის წყლის მონიტორინგი და კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას.

9 ივნისს ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება, თორნიკე რიჟვაძემ მუნიციპალიტეტებს და უწყებებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა, რათა ბათუმი და აჭარა, ღირსეულად დახვდეს მოახლოებულ საზღვაო სეზონს. სიახლეებით ხვდება ზაფხულის ტურისტულ სეზონს ბათუმის ბულვარი. დასასრულს უახლოვდება ახალ ბულვარში სკეიტ და როლერ პარკის სამშენებლო სამუშაოები და ველობილიკის რეაბილიტაციის პროექტი.

იზრდება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი, დაფინანსების წილი და დაფინანსების მეთოდოლოგია, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. ორმაგდება უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის ბიუჯეტი. იზრდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამისა და საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება. იგეგმება 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების და ახალშობილი ტყუპების ოჯახებზე დაფინანსების გაზრდა. ამოქმედდება 120 000 -დან 150 000 ქულამდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში 16 წლამდე ასაკის ბავშვების ფინანსური დახმარება.

აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში წელს, 400 ზე მეტი აბიტურიენტი ერთჯერად სტიპენდიას მიიღებს. იზრდება სოციალურად დაუცველ სტუდენტთა სწავლის საფასურის პროგრამაში ბენეფიციართა წრე, რაც 100 000 ქულის ნაცვლად განისაზღვრება 150 000 ქულით.
რეგიონში გრძელდება სოფლად მეწარმეობის და ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამების განხორციელება. 3000 – ზე მეტი ფერმერი მიიღებს სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების ტექნიკასა და შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობას.

Post navigation

Previous: დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
Next: პრემიერ-მინისტრი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.