Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

მარშალ პრესი 29/05/2024
306

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უწყებებში საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს.

მთავრობის მეთაური დღეს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა უწყების მნიშვნელოვან როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში და მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ საუბრისას ყურადღება დაუთმო საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით მიღწეულ პროგრესს, ასევე – ქვეყანაში დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებს, სამომავლო გეგმებსა და ახალი სამთავრობო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებს.

მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ასევე ესაუბრა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე და ხაზი გაუსვა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების მნიშვნელობას, რაც ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე ჯანსაღ დისკუსიას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

ანალოგიური შეხვედრები საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკვე გამართა საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების თანამშრომლებთან.

 

Post navigation

Previous: აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევასა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას გამოეხმაურა
Next: როგორც ჩანს, გუშინდელი დღისთვის შურისძიება გადაწყვიტეს და ღვანკითში მიადგა ტვ “პირველი” ჩემს მოხუც მშობლებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.