Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ომში მყოფი უკრაინა ლგბტ მარშისთვის ემზადება

მარშალ პრესი 30/05/2024
kievi-praidi_w_h

1-ელ ივნისს მსოფლიო მასშტაბით „ღირსების მარში“ იწყება.

პირველად უკრაინაში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ლგბტქ+ თემის წევრების უფლებებისა და მათი ხილვადობის მხარდასაჭერად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ NV Life იუწყება.

KyivPride 2024-ის ორგანიზატორების თქმით, „უკრაინაში პრაიდი არის პლატფორმა ადამიანის უფლებებისთვის, ბრძოლისთვის და დიდი ომის პირობებში, ეს არის შესაძლებლობა დამატებითი დახმარების მოზიდვა მოხდეს მათთვის, ვინც თავის დამოუკიდებლობას იცავს“.

თანასწორობის მარშის გარდა, ღონისძიების პროგრამა მოიცავს საქველმოქმედო ფესტივალს, საიადანაც შესული თანხები ქვეყნის დამცველებს მოხმარდება.

ფესტივალი KyivPride, რომელიც კიევის ხელოვნების ცენტრში 9 ივნისს გაიმართება, სხვადასხვა ღონისძიებებით იქნება წარდგენილი: ლექციებიდან და დისკუსიებიდან მასტერკლასებამდე და მუსიკალურ პროგრამამდე.

თანასწორობის მარში კი, კიევში 16 ივნისს გაიმართება უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის დაცვით.

Continue Reading

Previous: სიმბოლურია, რომ ზუსტად ამ გამჭვირვალობის კანონის მიღების პერიოდში, საქართველო ხელმეორედ, ბიუჯეტის გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა
Next: მე ვარ ამაყი, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ, პირველად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელში ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფალმა თქვა, რომ მე ვარ დამოუკიდებელი სახელმწიფო და პატივი ეცით ჩემს დამოუკიდებლობას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025