Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სიმბოლურია, რომ ზუსტად ამ გამჭვირვალობის კანონის მიღების პერიოდში, საქართველო ხელმეორედ, ბიუჯეტის გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

მარშალ პრესი 30/05/2024
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის„ აღმასრულებელი მდივანი ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევას აფასებს, სადაც საქართველო, 125 ქვეყანას შორის, პირველ ადგილზეა. დეპუტატის განმარტებით, ქვეყანა რომელიც ბიუჯეტის გამჭვირვალობით პირველ ადგილზეა, რა თქმა უნდა, მომხრეა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის. გურამ მაჭარაშვილის აზრით, სიმბოლურია ისიც, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების პერიოდში გამოქვეყნდა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევაც, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციაზეა.

„სიმბოლურია, რომ ზუსტად ამ გამჭვირვალობის კანონის მიღების პერიოდში, საქართველო ხელმეორედ, ბიუჯეტის გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც გვაქვს ღია ეკონომიკა და ვართ გამჭვირვალობის მომხრე, მათ შორის ჩვენი ბიუჯეტის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვიქნებით მომხრე იმის, რომ ჩვენი პარტნიორებიდან გადმორიცხული თანხები არ იყოს შავი ფულის ხარჯვის პროცესი, არამედ იყოს გამჭვირვალე. ჩვენ გვინდა, როგორც გამჭვირვალე ბიუჯეტით ვართ მსოფლიოში პირველ ადგილზე, ასევე უცხოური ფულის ხარჯვის გამჭვირვალე ქვეყანა ვიყოთ.“– განაცხადა მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: ჩინური ტვირთების გადაზიდვა ევროპაში ანაკლიის პორტის გავლით იქნება უდიდესი სტიმული ჩვენი ეკონომიკისთვის, თუმცა კიდევ უფრო დიდია ამ თემის პოლიტიკური წონა და მნიშვნელობა – “ხალხის ძალის” განცხადება
Next: ომში მყოფი უკრაინა ლგბტ მარშისთვის ემზადება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025