Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები აქამდე ვის ემორჩილებოდნენ, ამას ვერ ვარკვევდით და ახლა ვის უცხადებენ დაუმორჩილებლობას ამაზე გვიპასუხონ

მარშალ პრესი 29/05/2024
guram macharashvili

„რას ნიშნავს „უმრავლესობას არ ვემორჩილები“?! მაშინ დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი არ ხარ და თუ ასეა, მაშინ შენ როგორც გინდა ისეთი გადაწყვეტილება მიიღე,“ – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა და დასძინა, რომ კანონს ვინც დაარღვევს დაისჯება იმ სანქციებით, რაც კანონით არის გათვალისწინებული.

მისივე თქმით, კანონი გამჭვირვალობის შესახებ საერთოდ არ ითვალისწინებს ორგანიზაციების დახურვის საკითხს და მხოლოდ ჯარიმებით შემოიფარგლება.

„აქამდე ვის ემორჩილებოდნენ, ამას ვერ ვარკვევდით და ახლა ვის უცხადებენ დაუმორჩილებლობას ამაზე გვიპასუხონ. თუ თავიანთ პატრონებს უცხადებენ დაუმორჩილებლობას, ეს მათი ნებაა, დანარჩენ შემთხვევაში, კანონს ვინც დაარღვევს, მიიღებს იმ სანქციებს, რაც არის დაწესებული კანონის მიხედვით. ორგანიზაციების დახურვის თემა კანონში საერთოდ არ არის გათვალისწინებული, არის ჯარიმები. თუ ჯარიმა დაეკისრება და ვერ გადაიხდიან, ეს მათი ბრალია იქიდან გამომდინარე, რომ კანონი უნდა დაიცვა. რას ნიშნავს „უმრავლესობას არ ვემორჩილები“?! მაშინ დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი არ ხარ და თუ ასეა, მაშინ შენ როგორც გინდა ისეთი გადაწყვეტილება მიიღე, მაგრამ კანონს, რომელიც უმრავლესობამ მიიღო, ყველა უნდა დაემორჩილოს,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: რომან გოცირიძემ უშვერი სიტყვებით ლანძღა ყველა ის ადამიანი, ვინც მხარს უჭერდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს – მის მიმართ ჩვენი რეაქცია ადეკვატური იყო
Next: გლობალური ომის პარტიის დავალებით ,,რიგითი” ზურაბიშვილის დაარსებული „ლოკალური ომის ქარტიის“, ,,კასრების” და ,,უჩა აბაშიძის” მორალის ჯგუფების გაერთიანება ვერ შეუცვლის საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტრადიციებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.