Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რომან გოცირიძემ უშვერი სიტყვებით ლანძღა ყველა ის ადამიანი, ვინც მხარს უჭერდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს – მის მიმართ ჩვენი რეაქცია ადეკვატური იყო

მარშალ პრესი 29/05/2024
dachi beraia

„არც ერთ ადამიანს არ გავუტარებ და არ ვაპატიებ შეურაცხყოფას – რომან გოცირიძეს არ მოვუხდი ბოდიშს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დაჩი ბერაიამ მედიასთან საუბარში განაცხადა. ბერაია ამ განცხადებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომან გოცირიძის კრიტიკას გამოეხმაურა, რაც უშუალოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ მისი მხრიდან გაჟღერდა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რომან გოცირიძემ შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, რაზეც მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ.

„რომან გოცირიძემ პირდაპირ, უშვერი სიტყვებით ლანძღა ყველა ის ადამიანი, ვინც მხარს უჭერდა გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რის გამოც ჩვენგან ადეკვატური პასუხი მიიღო – არც ერთ ადამიანს არ გავუტარებ და არ ვაპატიებ შეურაცხყოფას, მით უმეტეს, როდესაც ეს შეურაცხყოფა ხალხს, ქართულ საზოგადოებას ეხება. რა თქმა უნდა, რომან გოცირიძეს არ მოვუხდი ბოდიშს, რადგან მის მიმართ ჩვენი რეაქცია ადეკვატური იყო იმ უმსგავსოების და სიბინძურის გამო, რაც მან ჩაიდინა“, – აღნიშნა დაჩი ბერაიამ.

Post navigation

Previous: ხიდაშელი როგორც ადრე იგლეჯდა კალთებს მაყუთისა და პირადი ინტერესის გამო, ახლაც იგივეს აკეთებს, უბრალოდ, მაშინ ტაივანის გრანტები არ იყო, მხოლოდ სოროსის ძუძუზე იყვნენ დაძგერებულები
Next: არასამთავრობო ორგანიზაციები აქამდე ვის ემორჩილებოდნენ, ამას ვერ ვარკვევდით და ახლა ვის უცხადებენ დაუმორჩილებლობას ამაზე გვიპასუხონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.