Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გამჭვირვალობაზე კანონთან დაკავშირებით ვიღაცის დაწერილი ტექსტი წაგვიკითხეთ, მერე, პასუხის გაცემის დროს, ისევ იგივე გააკეთეთ – ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, რომელსაც აინტერესებს, თუ რა არის ამ კანონში ცუდი

მარშალ პრესი 28/05/2024
dachi beraia

„ბატონო გიორგი, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ არა მარტო პარლამენტში მყოფ დეპუტატებს, არამედ, მთელ ქართულ საზოგადოებას, რომელიც ინტერესით გისმენთ. ერთი მარტივი შეკითხვა გვაქვს – „რატომ“? და პასუხი არის ნული.“- ასე მიმართა პარლამენტში „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დაჩი ბერაიამ პრეზიდენტის წარმომადგენელს, გიორგი მსხილაძეს, გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს განხილვისას.

მისი თქმით, პარლამენტის ტრიბუნასთან ასეთი მოუმზადებელი ადამიანი, როგორიც პრეზიდენტის წარმომადგენელია, ჯერ არ უნახავს.

„არავითარი პასუხი არ არსებობს – მოხვედით აქ, ვიღაცის დაწერილი ტექსტი წაგვიკითხეთ, მერე, პასუხის გაცემის დროს, ისევ იგივე წაგვიკითხეთ, დაზუსტების დროს ისევ ამ ტექსტს წაიკითხავთ ალბათ – ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, რომელიც ყურადღებით გისმენთ და აინტერესებს, თუ რა არის ამ კანონში ცუდი, ან – რუსული, რასაც თქვენ ვერ ეუბნებით. მარტივ შეკითხვაზე – „რატომ?“, ვერ პასუხობთ და ამბობთ მხოლოდ – „იმიტომს“. ამას ვერ გაცდით, რადგან არ არსებობს არანაირი არგუმენტი, პუნქტი, რომელიც შეიძლება რუსული, ცუდი ან არაქართული იყოს. სწორედ ამიტომ ხართ ასეთი მოუმზადებელი. მერვე წელია პარლამენტის წევრი ვარ, მანამდეც თვალყურს ვადევნებდი პარლამენტის ტრიბუნას და ტრიბუნასთან ასეთი მოუმზადებელი ადამიანი ჯერ არ მინახავს. იმიტომ, რომ არანაირი არგუმენტი არ გაქვთ, რადგან ის ბუნებაში არ არსებობს.“ – განაცხადა დაჩი ბერაიამ.

Continue Reading

Previous: ჩვენი შვილები ჩვენით ამაყობენ და ისეთს არაფერს ჩავდივართ, რომ ჩვენს შვილებს შერცხვეთ ჩვენი საქციელის – ქვეყანას ვიცავთ და თქვენს მიერ ჩვენი შვილების ხსენება მდაბიო საქციელია
Next: შალვა პაპუაშვილის საპასუხო წერილი  ჩეხეთის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025