Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი შვილები ჩვენით ამაყობენ და ისეთს არაფერს ჩავდივართ, რომ ჩვენს შვილებს შერცხვეთ ჩვენი საქციელის – ქვეყანას ვიცავთ და თქვენს მიერ ჩვენი შვილების ხსენება მდაბიო საქციელია

მარშალ პრესი 28/05/2024
eka sepashvili

„მინდა შევაფასო თქვენი მდაბიო საქციელი, როდესაც ჩვენი შვილები ახსენეთ – ეს არის თქვენი უსუსური მცდელობა, როგორმე მორალური ზიანი მაინც მოგვაყენოთ, რაც არ გამოგდით“. – ასე მიმართა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.

სეფაშვილმა მსხილაძეს მიმართა კითხვით, თუკი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყება და ევროკავშირი ქვეყანას ევროდირექტივის მიღებას მოსთხოვს აღნიშნული კანონის შესახებ, ეს კანონი ისევ რუსული იქნება თუ ევროპული.

„ჩვენ თქვენგან ისევ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი – მოვისმინეთ მხოლოდ მანიპულაციური დასკვნები და ტყუილზე დაფუძნებული განცხადებები. მინდა შევაფასო თქვენი მდაბიო საქციელი, როდესაც ჩვენი შვილები ახსენეთ. თქვენი და საზოგადოების ინფორმირებისთვის, ჩვენი შვილები ჩვენით ამაყობენ და ისეთს არაფერს ჩავდივართ, რომ ჩვენს შვილებს შერცხვეთ ჩვენი საქციელის – ჩვენს ქვეყანას ვიცავთ და თქვენს მიერ ჩვენი შვილების ხსენება მდაბიო საქციელია. ეს არის თქვენი უსუსური მცდელობა, როგორმე მორალური ზიანი მაინც მოგვაყენოთ, რაც არ გამოგდით. კიდევ გავიმეორებ ჩემს შეკითხვას, როდესაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას დაიწყებს და ევროკავშირი მოგვთხოვს ევროდირექტივის მიღებას გამჭვირვალობის შესახებ, ეს კანონი ისევ რუსული იქნება თუ ევროპულ კანონად გადაიქცევა?! გთხოვთ, გამცეთ ამ კითხვაზე პასუხი“, – მიმართა სეფაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.

Continue Reading

Previous: ნაცსექტამ ფსევდო-მეფსალმუნე გიგი უგულავა არ იკმარა და ახალი ფარისეველი პერსონაჟები გამოუშვა საჯარო სივრცეში, სრული ტრაგიკომედიაა ეს უკიდეგანო ფარისევლობა
Next: გამჭვირვალობაზე კანონთან დაკავშირებით ვიღაცის დაწერილი ტექსტი წაგვიკითხეთ, მერე, პასუხის გაცემის დროს, ისევ იგივე გააკეთეთ – ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, რომელსაც აინტერესებს, თუ რა არის ამ კანონში ცუდი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025