Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უწყებებში საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს

მარშალ პრესი 27/05/2024
443837440_471633985230862_4091474624527048070_n

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უწყებებში საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ, მთავრობის მეთაური დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებსა და უწყებაში შემავალი სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა უწყების ეფექტიანი საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და განვითარების პროცესში და სამინისტროს წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ყურადღება დაუთმო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და მათ გავლენას ეკონომიკაზე, ასევე რეგიონში არსებულ ვითარებას და სამომავლო ნაბიჯებს, მათ შორის ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი წინსვლის მიმართულებით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რამდენადაც ის საჯარო სექტორის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ მთავრობის მეთაურისგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებზე, რომელთა მონაწილეები თავადაც არიან, ასევე – განვითარების სამომავლო ხედვებზე და მოისმინონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა სამინისტროს წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. “ქართული ქარტიის” შექმნით, რევოლუციური პროცესები დაანონსა
Next: დღეს საოცრება ვიხილეთ – დავით კაჭარავა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.