Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

აჭარის პოლიციის დანაყოფებს ახალი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ძრავის 32 ავტომობილი შეემატა.

მარშალ პრესი 23/05/2022
შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, აჭარის პოლიციის დანაყოფებს ახალი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ძრავის 32 ავტომობილი შეემატა.
მათგან 25 ავტომობილი საპატრულო პოლიციისთვისაა განკუთვნილი. ავტოპარკის განახლების შედეგად, ბათუმსა და ქობულეთში საპატრულო პოლიციის მხოლოდ ჰიბრიდული ავტომობილები იმოძრავებენ.
ახალი, ჰიბრიდულძრავიანი 7 მანქანა ასევე გადაეცა კრიმინალური პოლიციის დანაყოფებს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ავტომობილების გადაცემის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – შალვა ბედოიძე , მოადგილეები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი – ვაჟა სირაძე და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებს ახალი მანქანების გადაცემა მიულოცა, რის შემდეგაც ავტომობილების ტექნიკურ მონაცემებს და შესაძლებლობებს ბათუმის ქუჩებში, რეალურ პრაქტიკულ პირობებში შინაგან საქმეთა მინისტრი პირადად გაეცნო.

Post navigation

Previous: პროკურატურამ თელავის რაიონის სოფელ აკურაში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
Next: Მინისტრების შეხვედრა ფერიის ადმინისტრაციულ ერეულში მცხოვრებ მოსახლეობასთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.