Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის ძალები დიდი ოჯახია, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს და აქვს უზენაესი სახელმწიფოებრივი მიზანი – დაიცვას ჩვენი სამშობლო

მარშალ პრესი 26/05/2024
435941087_1514358862820043_3692721861487891643_n

„თქვენ ისტორიულ დღეს დადეთ ფიცი და შემოუერთდით საქართველოს თავდაცვის ძალებს. მჯერა, ეს გადაწყვეტილება მუდამ იქნება თქვენი და თქვენი ოჯახების ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ნაბიჯი“, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალწვეულებს, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი დადეს და ქართულ ჯარს შეუერთდნენ. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ჯარი უზენაეს სახელმწიფოებრივ მიზანს – ქვეყნის დაცვას ემსახურება.

„თავდაცვის ძალები დიდი ოჯახია, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს და აქვს უზენაესი სახელმწიფოებრივი მიზანი – დაიცვას ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა მან.
448 ახალწვეულმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი თავისუფლების მოედანზე, ბეთანიის მამათა მონასტრის, დიდგორის მონუმენტის, კაცხის მამათა მონასტრის, გერგეტის სამების მამათა მონასტრისა და სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ერთდროულად დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ.

Post navigation

Previous: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი არის ფუნდამენტი, რომელზეც დგას დემოკრატია, თავისუფლების გარანტია და უკეთესი მომავლის შესაძლებლობა
Next: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სიტყვით გამოსვლის ტექსტი სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე წარმოსათქმელად დაუწერეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.