Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი არის ფუნდამენტი, რომელზეც დგას დემოკრატია, თავისუფლების გარანტია და უკეთესი მომავლის შესაძლებლობა

მარშალ პრესი 26/05/2024
bacho odisharia

საქართველოს ისტორია ხომ მუდმივი გამძლეობის ისტორიაა, საუკუნეების მანძილზე დაპყრობების და ოკუპაციების ისტორია, რომელმაც ქართულ კულტურას და ტრადიციას მაინც ვერაფერი დააკლო და ქართული სული ვერ გატეხა. სულ ვაწყდებოდით დიდი იმპერიების პირად ინტერესებს, რომლებიც ჩვენი იდენტობის განადგურებას აპირებდნენ, მაგრამ ყოველთვის გამარჯვებული ვრჩებოდით ამ ბრძოლებში, რამდენად სასწაულებრივად და მეტაფიზიკური ჩარევის გარეშე წარმოუდგენლად არ უნდა გვეჩვენებოდეს დღეის გადმოსახედიდან, – წერს სოციალურ ქსელში ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია

ოდიშარია აღნიშნავს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი არის ფუნდამენტი, რომელზეც დგას დემოკრატია, თავისუფლების გარანტია და უკეთესი მომავლის შესაძლებლობა.

„დღევანდელი დღე არის გამძლეობის, სიმამაცის და ქართველი ხალხის შეუდრეკელი სულის გამომხატველი, როდესაც წინაპრების მსხვერპლის და ოცნებების ექო ყველაზე მკაფიოდ გაისმის თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს შესახებ. ამ დღეს პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას, ვინც თავდადებით იბრძოდა ჩვენი დამოუკიდებლობისათვის, რომ შეგვძლებოდა როგორც ერს, საკუთარი თავი თავადვე გვემართა. მათი მემკვიდრეობა ჩვენი ქვეყნის შიდა ქსოვილი და გენეტიკური კოდია, რაც გვახსენებს, რომ სუვერენულობა არაა მხოლოდ პოლიტიკური სტატუსი, არამედ ძვირფასი მემკვიდრეობა, რომელიც დასაცავი და გასაძლიერებელია.
საქართველოს ისტორია ხომ მუდმივი გამძლეობის ისტორიაა, საუკუნეების მანძილზე დაპყრობების და ოკუპაციების ისტორია, რომელმაც ქართულ კულტურას და ტრადიციას მაინც ვერაფერი დააკლო და ქართული სული ვერ გატეხა. სულ ვაწყდებოდით დიდი იმპერიების პირად ინტერესებს, რომლებიც ჩვენი იდენტობის განადგურებას აპირებდნენ, მაგრამ ყოველთვის გამარჯვებული ვრჩებოდით ამ ბრძოლებში, რამდენად სასწაულებრივად და მეტაფიზიკური ჩარევის გარეშე წარმოუდგენლად არ უნდა გვეჩვენებოდეს დღეის გადმოსახედიდან.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი არის ფუნდამენტი, რომელზეც დგას დემოკრატია, თავისუფლების გარანტია და უკეთესი მომავლის შესაძლებლობა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“ – წერს ბაჩო ოდიშარია.

Post navigation

Previous: ზურაბიშვილი არის უცხოური კოლონიალური ადმინისტრაციის მეთაური და ასრულებს მეტროპოლიის დავალებებს
Next: თავდაცვის ძალები დიდი ოჯახია, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს და აქვს უზენაესი სახელმწიფოებრივი მიზანი – დაიცვას ჩვენი სამშობლო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.