Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

დაასამარა ამერიკამ დემოკრატია – ჰააგის სასამართლოს სანქციებს დავადებო

მარშალ პრესი 24/05/2024
tamar chiburdanidze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ენტონი ბლინკენის მიერ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების სანქცირების დაანონსებას ეხმიანება. ჩიბურდანიძე განმარტავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ, ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების სანქცირება დემოკრატიაზე შტურმია.

„დღევანდელი პოლიტიკის შემყურე, არა მარტო ქართველები ამბობენ- თურმე რამხელა თამაში ყოფილა, როგორი ბინძური, სად არის დემოკრატია? დაასამარა ამერიკამ დემოკრატია – ჰააგის სასამართლოს სანქციებს დავადებო. ჰააგის სასამართლო, რომელსაც უწერია, რომ ეს არის გაეროს მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანო. შეიძლება სასამართლო დაასანქციროს? თან მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანო? სანქცირებაში, რაც დღეს დაგვიანონსა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, წერია, რომ გვიწუნებენ დემოკრატიას.

თურმე, საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია დემოკრატიიდან. ეს ქვეყანა [აშშ], იგივე ენტონი ბლინკენი, აცხადებს, რომ თურმე ჰააგის სასამართლოს დაასანქცირებს. ამაზე დიდი შტურმი დემოკრატიაზე ვინმეს უნახავს მთელს მსოფლიოში? რაც სიტყვა დემოკრატია არსებობს, არ ყოფილა ამაზე დიდი პიკი, ჰააგის სასამართლოზე გაბედა პიროვნებამ და ამერიკის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ, უნდა დავასანქციროთ, თუკი რამეს გადაწყვეტსო. აღარ არის უკვე ლაპარაკი საქართველოზე. სრული აბსურდია მსოფლიოში. მახსენდება არისტოტელეს სიტყვები „ადამიანები სათამაშოები არიან პოლიტიკოსების ხელში“. სწორედ დღევანდელი დღე მახსენდება ამ პოლიტიკოსების თამაშით. როგორ ათამაშებენ ადამიანებს, როგორც თოჯინებს.“-აღნიშნა ჩიბურდანიძემ.

Continue Reading

Previous: სავიზო შეზღუდვების დაწესება იმ ხალხზე ვინც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს არის შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა და სამარცხვინო ფურცელი ამერიკის და საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში
Next: დასავლეთი დემოკრატიის სახელით ყველაზე არადემოკრატიულ ძალებს სწყალობს, მაგალითად – მიხეილ სააკაშვილს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025