Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სავიზო შეზღუდვების დაწესება იმ ხალხზე ვინც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს არის შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა და სამარცხვინო ფურცელი ამერიკის და საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში

მარშალ პრესი 24/05/2024
lado bojadze

სავიზო შეზღუდვების დაწესება იმ ხალხზე ვინც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს არის შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა და სამარცხვინო ფურცელი ამერიკის და საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში! – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბოჟაძის თქმით, დღეს, ისე როგორც არასდროს პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შენარჩუნება. მანვე აღნიშნა, რომ „გამჭვირვალობის კანონზე“ ვეტო დაიძლევა და საქართველოს ინტერესები არაფერზე გაიცვლება.

„დღეს, ისე როგორც არასდროს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შენარჩუნება. საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლამ, შანტაჟმა და მუქარამ უპრეცედენტო სახე მიიღო, რატომ ხდება ეს ყველაფერი? რატომ არის ასე მნიშვნელოვანი გაუმჭვირვალე და დაფარული იყოს ფინანსები, რაც სამოქალაქო სექტორისთვის და მედიებისთვის არის გამოყოფილი? ემსახურება თუ არა ეს დაფინანსება პოლარიზაციის გაღრმავებას? სისხლიანი რევოლუციის მოწყობას და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას?

რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი დეკლარაციის შევსებაზე ატეხილი? რატომ არ საყვედურობენ პარტნიორები და მეგობრები საფრანგეთს, კანადას, თურქეთს? მამული, ენა, სარწმუნოება – ეს არის ნებისმიერი ქართველის დასაცავი, ჩვენ ამისთვის თავს ვწირავდით და გავწირავთ! სავიზო შეზღუდვების დაწესება იმ ხალხზე ვინც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს არის შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა და სამარცხვინო ფურცელი ამერიკის და საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში! ვეტო იქნება დაძლეული, კანონი იქნება მიღებული, საქართველოს ინტერესები არაფერზე გაიცვლება, ნებისმიერ ფასად დავიცავთ ჩვენს მამულს, ენას, სარწმუნოებას! შევინარჩუნებთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას! – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

Continue Reading

Previous: ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ საშინაო დემოკრატიებში უცხოური ჩარევა პრობლემად იქცა და ამიტომ ევროკომისიამ დააინიცირა ევროდირექტივა გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენც სწორედ ამ დირექტივის სულისკვეთება გამოვიყენეთ ჩვენი კანონის საფუძვლად
Next: დაასამარა ამერიკამ დემოკრატია – ჰააგის სასამართლოს სანქციებს დავადებო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025