Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს

მარშალ პრესი 24/05/2024
166

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. საზეიმო ღონისძიებებში სამხედრო კომპონენტს განსაკუთრებული ადგილი აქვს. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა თავისუფლების მოედანზე ქვეყნის მთავარი ღონისძიების რეპეტიცია გაიარეს. მზადების პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გაეცნენ.

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, სპეციალური ოპერაციის სარდლობის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები; სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები და სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, ასევე ეროვნული გვარდიის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტები ღონისძიების გეგმას გაეცნენ.

რეპეტიცია გაიარეს ახალწვეულებმაც, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს დადებენ. ახალწვეულები დამოუკიდებლობის დღეს ფიცს თავისუფლების მოედანზე, ბეთანიის მამათა მონასტრის, დიდგორის მონუმენტის, კაცხის მამათა მონასტრის, გერგეტის სამების მამათა მონასტრისა და სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ერთდროულად დადებენ და ქართულ ჯარს შეუერთდებიან.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქსა და 18 ქალაქში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა. თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, სტეფანწმინდაში, ქუთაისში, ზუგდიდში, სენაკში, ოზურგეთში, ფოთში, ხონში, მესტიაში, ამბროლაურში, სამტრედიაში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქსა და მარნეულში მოქალაქეებს თავდაცვის ძალებში არსებული სამხედრო ჯავშანტექნიკის, საინჟინრო საშუალებების, არტილერიის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.

 

Post navigation

Previous: საქართველოში მოქმედო მეხუთე კოლონავ და მათო მსახურო ენჯეოებო “ტერორისტული დემოკრატია” ყვავის თქვენსავე “დემოკრატიის მექად” წარმოჩენილ ქვეყნებსა და საერთაშორისო გაერთიანებებში
Next: იმ ქართველის დედა ვატირე, რომელიც ვიზის ან რომელიმე სანქციის შიშით, ომს დაიწყებს და მისი მოქალაქეების სიკვდილის სანაცვლოდ უცხო ქვეყანაში იტანტალებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.