Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოში მოქმედო მეხუთე კოლონავ და მათო მსახურო ენჯეოებო “ტერორისტული დემოკრატია” ყვავის თქვენსავე “დემოკრატიის მექად” წარმოჩენილ ქვეყნებსა და საერთაშორისო გაერთიანებებში

მარშალ პრესი 24/05/2024
EDISHER

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე მსოფლიოში ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „რაც ამ დღეებში ხდება მსოფლიოში, ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ნეოტროცკიზმად ქცეული ნეოლიბერალიზმი არსებობის ბოლო დღეებს და საათებს ითვლის!“

ექსპერტი აღნიშნავს, რომ “დემოკრატიის ციტადელად” ცნობილი აშშ-ის მმართველი ლიბერასტული ელიტა იმ დონემდე დაეცა, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს და მოსამართლეებს საჯაროდ ემუქრება. იმავდროულად ევროკავშირის ევროკომისარი საქართველოს პრემიერს არაორაზროვნად, რაღაც “გამჭირვალეობის კანონის” გამო აფრთხილებს.

„რაც ამ დღეებში ხდება მსოფლიოში, ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ნეოტროცკიზმად ქცეული ნეოლიბერალიზმი არსებობის ბოლო დღეებს და საათებს ითვლის! ანუ ახლანდელი მსოფლიო “დემოკრატიული წესრიგი” სათავეში დალპა აყროლდა, აშმორდა და მისმა სუნმა ლომჯარია-გიგაურ-თაბაგარის კანტორამდედაც კი მოაღწია! ნახეთ! “დემოკრატიის ციტადელად” ცნობილი აშშ-ის მმართველი ლიბერასტული ელიტა იმ დონემდე დაეცა, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს და მოსამართლეებს საჯაროდ ემუქრება! დაგასანქცირებთ, დაგაპატიმრებთ და გაგანადგურებთო! იგივე შტატების საგარეო საქმეთა მინისტრი და კონგრესმენები პატარა, პატარა საქართველოს გვეჩემება არ გეგონოთ, რომ სადმე დაგვემალებით, გაგვექცევით და არ დაისჯებითო! იმავდროულად “დემოკრატიის ნავთსაყუდელად” წოდებული ევროკავშირის ევროკომისარი (მინისტრი) ამ ერთცახე (გურ. პატარაზე პატარა) საქართველოს პრემიერს არაორაზროვნად, რაღაც “გამჭირვალეობის კანონის” გამო აფრთხილებს! თუ მაგ კანონს არ გაიწვევთ ტერორისტული აქტი გემუქრება და სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს ბედი გარანტირებული გაქვსო! მოკლედ საქართველოში მოქმედო მეხუთე კოლონავ და მათო მსახურო ენჯეოებო “ტერორისტული დემოკრატია” ყვავის თქვენსავე “დემოკრატიის მექად” წარმოჩენილ ქვეყნებსა და საერთაშორისო გაერთიანებებში! ამიტომაც გაიხარეთ საქართველოში მოქმედო “ტელედემოკრატებო” ლომჯარია-გიგაურ გასხივოსნებულ ევროტერორდემოკრატიას და როთ-თაბაგარის ერთსქესიანთა “აღმავალ დემოკრატიას” ებარებოდეთ!“– წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა ღიად განაცხადა, რომ ევროპის შუაგულში პოლიტიკურ ტერორზე ღიად გადავიდნენ
Next: საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.