Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სწორი ნაბიჯი გადადგა და პრევენციის მიზნით, ევროჩინოსნის ამ ავაზაკური მუქარის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდა

მარშალ პრესი 24/05/2024
gia abashidze

ცხადზე ცხადია, რომ საქართველოს დამორჩილების მიზნით, ვერაგი გლობალური ომის პარტია უკადრებელსაც იკადრებს ყოყმანის გარეშე, თუმცა მედგარ, ერთიან ქართველ ერს, ეს ბინძური ძალა ვერაფერს დააკლებს, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო ერთ-ერთი ევროკომისრის მუქარა, „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“”.

ანალიტიკოსის თქმით, სლოვაკეთის მთავრობის მეთაურზე თავდასხმამ ევროპის საჯარო სივრცეში მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ მიუღებელი ძალადობრივი ქმედებები კონტინენტის გამაოგნებელ პოლიტიკურ დღის წესრიგად იქცა.

„წარმოუდგენელი რეალობაა, რომ 21-ე საუკუნეში, ბრიუსელის ევროკრატებში, ექსტრემიზმია ჩაბუდებული, რაც თავად აღიარა ევროკომისარმა ბორელმა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან საუბრისას.

სლოვაკეთის მთავრობის მეთაურზე თავდასხმამ ევროპის საჯარო სივრცეში მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ მიუღებელი ძალადობრივი ქმედებები კონტინენტის გამაოგნებელ პოლიტიკურ დღის წესრიგად იქცა. სხვადასხვა მედიაპლატფორმიდან თუ სოცქსელებიდან ისმის სამარცხვინო ფსევდოლიბერალების განცხადებები – “ფიცომ რაც დაიმსახურა, ის მიიღო”.
თუმცა, ამ პათოსს ბრიუსელის ევროკრატიაშიც იზიარებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სწორი ნაბიჯი გადადგა და პრევენციის მიზნით, ევროჩინოსნის ამ უკიდურესად ავაზაკური მუქარის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდა.

ცხადზე ცხადია, რომ საქართველოს დამორჩილების მიზნით, ვერაგი გლობალური ომის პარტია უკადრებელსაც იკადრებს ყოყმანის გარეშე, თუმცა მედგარ, ერთიან ქართველ ერს, ეს ბინძური ძალა ვერაფერს დააკლებს“, – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებს, სანქციების თუ სხვადასხვა სახის მუქარას, დღეს სიცოცხლის მოსპობის მუქარაც დაემატა
Next: ირაკლი შოთაძე არის უმაღლესი დონის პროფესიონალი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.