Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებს, სანქციების თუ სხვადასხვა სახის მუქარას, დღეს სიცოცხლის მოსპობის მუქარაც დაემატა

მარშალ პრესი 24/05/2024
lado bojadze

საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში უკან არავინ დაიხევს, არც შანტაჟის და მუქარის ეშინია ვინმეს, ჩვენს უკან ჩვენი ოჯახები, ეკლესია და სამშობლო დგას! – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო ერთ-ერთი ევროკომისრის მუქარა, „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

ბოჟაძის თქმით, ძალიან რთულია იყო საქართველოს მოქალაქე და არ გქონდეს რეაქცია პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რადგან დღეს აღმოჩნდა, რომ სუვერენულ სახელმწიფოს არ აქვს უფლება მიიღოს კანონი, დაიცვას საკუთარი ხალხის ინტერესები.

„ძალიან რთულია იყო საქართველოს მოქალაქე და არ გქონდეს რეაქცია პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე. 33 წლის წინ სისხლის ფასად აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა და დღეს აღმოჩნდა, რომ სუვერენულ სახელმწიფოს არ აქვს უფლება მიიღოს კანონი, დაიცვას საკუთარი ხალხის ინტერესები. დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებს, სანქციების თუ სხვადასხვა სახის მუქარას, დღეს სიცოცხლის მოსპობის მუქარაც დაემატა! საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში უკან არავინ დაიხევს, არც შანტაჟის და მუქარის ეშინია ვინმეს, ჩვენს უკან ჩვენი ოჯახები, ეკლესია და სამშობლო დგას! #მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

Post navigation

Previous: ვარჰეიმ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საქართველოს პრემიერს ვუთხარი, პოლარიზაცია გაღრმავდება, ქუჩაში უკონტროლო სიტუაცია იქნება და ფიცოს ბედი გელის, თუ არ გაიწვევთ კანონსო
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სწორი ნაბიჯი გადადგა და პრევენციის მიზნით, ევროჩინოსნის ამ ავაზაკური მუქარის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.