ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი პრემიერობის დროს ქართველი სამხედროები დააბრუნა რუსეთიდან სამშობლოში, ახლა კი სომეხი სამხედროები დაუბრუნდნენ ოჯახებს!

683
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჯურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ  ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ წერს:

“ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით სომეხი სამხედრო ტყვეების გამოხსნა და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებაში ჩვენი ამ ფორმით მონაწილეობა იმედს მიჩენს, რომ საქართველო კვლავაც კავკასიის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა გახდება, ხოლო თბილისი კავკასიის ცენტრის ფუნქციას დაიბრუნებს!
ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი პრემიერობის დროს ქართველი სამხედროები დააბრუნა რუსეთიდან სამშობლოში, ახლა კი სომეხი სამხედროები დაუბრუნდნენ ოჯახებს!
ეს ძალიან დიდი წინგადადგმული და იმედისმომცემი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის მიმართ არამხოლოდ კავკასიის, არამედ მთლიანად რეგიონის და ევროპის სახელმწიფოების მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად!” – წერს მძინარაშვილი
კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება