Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, 2025 – 2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

მარშალ პრესი 20/05/2024
441496147_831107069071880_8710541236287452004_n

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, 2025 – 2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
2025 – 2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები – სოფლის განვითარების, გარემოს დაცვისა და ტყის რესურსების გაუმჯობესებისთვის საჭირო მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბდა, რომელიც თავისი შინაარსით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, გარემოს და ბუნებრივ რესურსების დაცვაზე და ტყის მდგრად მართვაზეა ორიენტირებული.

სამინისტრო, 2025 წელს 17 პროგრამას განახორციელებს, რომელიც 13 ქვეპროგრამას მოიცავს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტი, 2024 წელთან შედარებით – 7 193 707 ლარით გაიზრდება და 39 208 285 ლარით განისაზღვრება.

შეხვედრას, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, საფინანსო – საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე, მინისტრის მოადგილეები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, მუნიციპალიტეტების მერის მოადგილეები, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტების უფროსები და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება მუდმივად დადებითად აირეკლება ეკონომიკაში, მოქალაქეთა ცხოვრებაში, იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს, უფრო გვაახლოებს ქართველთა სანუკვარ იდეასთან – გამთლიანებასთან
Next: გარდა იმისა, რომ ეს ცვლილებები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ეხება, რამდენად აუცილებელი და სავალდებულო ამ ცვლილებების მიღება ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის თვალსაზრისით?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.