Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჰე, მოიფიქრეთ რამე ოპოზიციამ, თორემ დაინგრა ოჯახი – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 20/05/2024
zurab kadagidze

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გამოცემა Politico-ს სტატიას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს.

ქადაგიძის თქმით, ასეთი ორმაგი სტანდარტებით ხდება, ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და ყველაზე მეტად, ის ევროპელი დეპუტატები და მაღალჩინოსნები ახალისებენ ზემოხსენებულ მავნებლობას, ვინც ლობირებს კოლექტიურ ნაც-მოძრაობას საქართველოში.

„ჰე, მოიფიქრეთ რამე ოპოზიციამ, თორემ დაინგრა ოჯახი… თუ ჯერ “ნარატივს” ელოდებით სათავო ოფისიდან და მერე იმის მიხედვით გამოლაგდებით?! საქართველოში დაწუნებული გამჭვირვალობა, ევროპისთვის საჭიროებას წარმოადგენს?! ასეთი ორმაგი სტანდარტებით ხდება, ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და ყველაზე მეტად, ის ევროპელი დეპუტატები და მაღალჩინოსნები ახალისებენ ზემოხსენებულ მავნებლობას, ვინც ლობირებს კოლექტიურ ნაც-მოძრაობას საქართველოში! თუმცა, ზემოხსენებული ევროპელებიც ისევე დამოკიდებულები არიან სათავო ოფისის დირექტივაზე, როგორც ჩვენი უსამშობლო პოლიტიკოსები. ევროპელი და ქართველი პარაზიტების “ დედა პარტია” რომელიაო, არ მკითხოთ!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ევროკომისიის პრეზიდენტი უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, ეს სტანდარტი არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის მოთხოვნა, რომლის გამოყენების სამართლიანი უფლება აქვს ქართულ სახელმწიფოს
Next: რადიკალურ ოპოზიციას ბევრი ფული სჭირდება ქვეყნის ასარევად, ქვეყნის ომში ჩასათრევად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.