Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას თუ ხალხს, არასწორი მიდგომაა, ასეთი მუქარა, შანტაჟი არ არის შედეგის მომტანი

მარშალ პრესი 18/05/2024
irakli garibashvili

სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას თუ ხალხს, ეს მიდგომა უკვე არის არასწორი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, მუქარა თუ შანტაჟი არ არის შედეგის მომტანი.

ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პარტნიორებთან დიალოგი აუცილებელია და ეს უნდა გაგრძელდეს.

„არა მხოლოდ მე, არამედ პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ყველამ არაერთხელ თქვა, რომ გუნდი დისკუსიისთვის მზად არის. ვეტო თუ არის გამოსავალი და ვეტოს ფარგლებში შესაძლებელია, მოიძებნოს გამოსავალი, რაც სიტუაციას განმუხტავს, ყველა ჩართულ მხარეს დაამშვიდებს და მიაღებინებს იმას, რაც მისაღებია, მგონი, ეს იდეალური შემთხვევა იქნებოდა.

რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს, აუცილებელია დისკუსია, დიალოგი, ეს ყოველთვის უნდა გაგრძელდეს. სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას თუ ხალხს, საერთოდ ეს მიდგომა უკვე არასწორია. ერთი მხრივ, ჩვენ ვადასტურებთ და ვამბობთ, რომ გვინდა დისკუსია, განხილვა, მეორე მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი თუ ასეთი განცხადებები არ არის პროდუქტიული და შედეგის მომტანი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

Post navigation

Previous: პრეზიდენტად წოდებულ ქალბატონს რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა, ქვეყნის ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია
Next: ლიდერობა თუ გინდა, უნდა უთხრა საზოგადოებას, რას სთავაზობ, გაბუტული ბავშვივით თქვა, არ დავწერ დასკვნებს და ვეტოზე დასაბუთებას არ გავაკეთებ, არასწორია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.