Skip to content
05/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეზიდენტად წოდებულ ქალბატონს რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა, ქვეყნის ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია

მარშალ პრესი 18/05/2024
irakli garibashvili

პრეზიდენტად წოდებულ ქალბატონს რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა, ქვეყნის ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ზურაბიშვილი საფრანგეთში გაიზარდა და თავს არ თვლის ქართველად.

„მე რაც ვიცი, იგი აპირებს, საფრანგეთში წავიდეს ან შეიძლება, დარჩენა უნდა პოლიტიკაში. ალბათ უნდა, ძალები მოსინჯოს. მე შევახსენებ საზოგადოებას და მას შევახსენებ პირადად, იქამდე, ვიდრე ჩვენი გუნდი მას აირჩევდა და დასვამდა პრეზიდენტად, მისი პოლიტიკური რეიტინგი იყო ერთი პროცენტი. მისი პარტიის შედეგი ნახეთ, ამოიღეთ არჩევნებში, ერთი პროცენტი მიიღო ქალმა. რა პრეტენზია აქვს საერთოდ ან რა გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის. კითხვა დაუსვით, რა გაუკეთებია თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე. რამე თუ მოხდა, თუ რამე მიღწევა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი დამსახურება. იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, ეს პოლიტიკური თამაშები და გაბუტვები, მგონი, არ არის კონსტრქუციული დამოკიდებულება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: BBC-ის შეფის მტკიცებით, აუდიტორია თავად ითხოვს, რომ მას ფეიკითა და დეზინფორმაციით ასაზრდოებდნენ და სწორედ ამას მიიჩნევენ თავის „ფასეულობებად”
Next: სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას თუ ხალხს, არასწორი მიდგომაა, ასეთი მუქარა, შანტაჟი არ არის შედეგის მომტანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.