Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კობახიძისა და ერდოღანის შეხვედრა არის პასუხი დესტრუქციული ძალების მიმართ ჩვენი რეგიონალური, სამოკავშირეო, მეგობრული და პარტნიორული ერთობის თაობაზე

მარშალ პრესი 17/05/2024
david kartvelishvili

„თბილისიდან, პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავმა გადაუფრინა მეორე „მაიდანის” განხორციელების ლოკაცია ერევანს და მშვიდობიანად დაეშვა სახელმწიფო გადატრიალების აღმკვეთ თურქეთის დედაქალაქში“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველიშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე ოფიციალურ ვიზიტს თურქეთის რესპუბლიკაში და აღნიშნა, რომ თურქეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს აერთიანებს საკუთარი სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვა და საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე ზრუნვა.

„რევოლუციური „მაიდანის” უშედეგო, თუმცა ორგანიზატორების მრავალფეროვნებით უპრეცედენტო ეპიცენტრიდან, თბილისიდან, პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავმა გადაუფრინა მეორე “მაიდანის” განხორციელების ლოკაცია ერევანს და მშვიდობიანად დაეშვა სახელმწიფო გადატრიალების აღმკვეთ თურქეთის დედაქალაქში, მაგრამ მხოლოდ ეს არ აერთიანებს დღეს “გლობალური ომის პარტიის” სამიზნეში აყვანილ NATO-ს წევრი თურქეთის და EU წევრობის კანდიდატ საქართველოს ხელისუფლებას. მათ აერთიანებს საკუთარი სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვა და საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, მშვიდობასა და ეკონომიკურ სტაბილურობაზე ზრუნვა.

დღეს რეგიონში შემავალ ოთხივე სახელმწიფოს უწევს ერთი და იგივე მოწინააღმდეგის შემოტევის მოგერიება. ოთხივე შემთხვევაში, სახელმწიფო გადატრიალების გზით, საკუთარი ზეგავლენის ქვეშ მყოფი ხელისუფლებების ქვეყნის სათავეში მოყვანის მიზნით. კობახიძისა და ერდოღანის დღევანდელი შეხვედრა არის პასუხი ამ დესტრუქციული ძალების მიმართ ჩვენი რეგიონალური, სამოკავშირეო, მეგობრული და პარტნიორული ერთობის თაობაზე“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: დაუპატიჟებელი სტუმრების ჩამოსვლის მიზანი იყო საქართველოს მაიდანიზაცია და ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების ხელშეწყობა
Next: გამიზნული რყევები ძალიან რთულია სახელმწიფოსათვის და ლოგიკურია როდესაც ქვეყანაში მაღალი ემოციური ფონია, ასეთ დროს ეროვნული ვალუტის გაუფასურება მყისიერად ხდება – სებ-ის ჩარევის შედეგად ლარის კურსმა გამყარება დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.