Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დაუპატიჟებელი სტუმრების ჩამოსვლის მიზანი იყო საქართველოს მაიდანიზაცია და ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების ხელშეწყობა

მარშალ პრესი 17/05/2024
sozar subari

„დაუპატიჟებელი სტუმრების ჩამოსვლის მიზანი იყო საქართველოს მაიდანიზაცია და ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების ხელშეწყობა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ხალხის ძალის” მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სხვისგან არ ესწავლება.

მისი თქმით, საქართველოს ომში ჩართვისკენ უბიძგებენ ის სახელმწიფოები, რომლებიც ევროკავშირისა და ნატო-ს ფრთის ქვეშ არიან.

„დაუპატიჟებელი სტუმრების ჩამოსვლას ერთადერთი მიზანი ჰქონდა – ეს არის საქართველოს მაიდანიზაცია და საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშეწყობა, რათა შემდეგ მათ მიერ მოყვანილმა აგენტურამ ჩვენი ომში ჩართვა მოახერხოს. შეურაცხმყოფელია, როდესაც ესტონელი მინისტრი მოგვიწოდებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას გარკვეული ფასი სჭირდება და ეს ფასი უნდა გადავიხადოთ. საქართველოს გადახდილი აქვს ფასი – საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველომ ყველაზე დიდი ფასი გადაიხადა. ყველაზე მეტი მსხვერპლი ჩვენ გავიღეთ და ამის შემდეგ ორი ომი გვქონდა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. თავისუფლებისთვის ბრძოლა ვინმესგან არ გვესწავლება, მით უმეტეს, იმ აგენტურისგან, რომლებიც თვითონ დაცულები არიან ნატო-ს და ევროკავშირის ქოლგით და ჩვენ გვიბიძგებენ ომისკენ. ეს არის მათი მხრიდან ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილი დადებით როლს თამაშობს და სასარგებლოა მისი ჩართულობა ამ პროცესში – ნიკა გვარამია
Next: კობახიძისა და ერდოღანის შეხვედრა არის პასუხი დესტრუქციული ძალების მიმართ ჩვენი რეგიონალური, სამოკავშირეო, მეგობრული და პარტნიორული ერთობის თაობაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.