Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რომან გოცირიძე ამბობს, რომ არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობაზე

მარშალ პრესი 17/05/2024
roman gotsiridze

17 მაისი საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც სამარცხვინო დღე, როდესაც ბნელმა ძალებმა საქართველოს საპატრიარქოს წინამძღოლობით, ტაბურეტიანი მღვდლების მეთაურობით საშინლად დაარბია ქუჩაში გამოსული ადამიანები და ეს ძალადობა მათ ჩაიდინეს ოჯახური სიწმინდისა და ქართული ტრადიციების შენარჩუნების ლოზუნგით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, საქართველოს ეკლესიამ კი ეს თარიღი დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე. მანვე აღნიშნა, რომ სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს.

„მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე. 17 მაისი საქართველოს ეკლესიამ დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე და დაიწყეს ამ დღიდან მოყოლებული შემდეგ ქუჩებში მარშირება აი ამ მოძალადე ძალებთან ერთად, მაგრამ საოცარი ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ 17 მაისი გამოაცხადა უქმე დღედ, გააუქმა ყველა ღონისძიება, დახურა სკოლები, უნივერსიტეტები და დასვენების დღე გამოაცხადა, იმიტომ, რომ თურმე ისიც აღიარებს ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისს. ცნობილ ფრანგ მწერალს ალბერ კამიუს ეკუთვნის ასეთი სიტყვები – „როდესაც რელიგია ერწყმის პოლიტიკას, მაშინ იბადება ინკვიზიცია“. ხვალ ქუჩაში აი ამ გამოსულ სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს. იქ მონაწილეობა ნიშნავს ძალადობის მხარდაჭერას. იქ მონაწილეობა ნიშნავს უარის თქმას საერო სეკულარულ სახელმწიფოზე. იქ მონაწილეობა ნიშნავს მოძალადე ხელისუფლებისა და საპატრიარქოს, სხვათა შორის, რუსეთიდან საკმაოდ გავლენის მქონე საპატრიარქოსადმი მხარდაჭერას და ეს მარში არის სიმბოლო არა ევროპულობისა, არა ჰუმანურობისა, არამედ ძალადობისა და ის ლაქა, რაც აქვს ეკლესიას, ასე ვთქვათ, ჩამოსხმული 17 მაისს განხორციელებული დარბევის შემდეგ, ეს ლაქა მას დღემდე არ აქვს ჩამოცილებული“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

Post navigation

Previous: დასრულდა ირაკლი კობახიძის ვიზიტი თურქეთში
Next: სალომე ზურაბიშვილი დადებით როლს თამაშობს და სასარგებლოა მისი ჩართულობა ამ პროცესში – ნიკა გვარამია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.