Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დასრულდა ირაკლი კობახიძის ვიზიტი თურქეთში

მარშალ პრესი 16/05/2024
443818206_836099668551048_5295630212556861730_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა. მთავრობის მეთაური და ქართული დელეგაცია ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა გააცილეს.

პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური ვიზიტი მედიასთან შეაჯამა და აღნიშნა, რომ საქართველო თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

„დასრულდა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი თურქეთში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის და ბუნებრივია, ეს ვიზიტი წვლილს შეიტანს ამ საქმეში. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან.

ვისაუბრეთ ჩვენი თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე. ყველაფერი გაკეთდება ჩვენი მეგობრობის, პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მიმდინარე მოვლენებზე რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი პოსტს აქვეყნებს
Next: რომან გოცირიძე ამბობს, რომ არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.