Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რატომ არ უჩნდება „ჩვეულებრივ“ მომიტინგეს შეკითხვები აქციის ორგანიზატორ პოლიტიკოსებთან, მაგალითად, რა ჯდება სცენის მონტაჟი და ვინ იხდის ამ ფულს? რატომ ქრებიან პოლიტიკოსები შარშანდელი თოვლივით, როგორც კი იძაბება სიტუაცია აქციაზე?

მარშალ პრესი 13/05/2024
levan nikoleishvili

საინტერესოა, რატომ არ უჩნდება „ჩვეულებრივ“ მომიტინგეს მარტივი შეკითხვები აქციის ორგანიზატორ პოლიტიკოსებთან, მაგალითად: რა ჯდება სცენის მონტაჟი რუსთაველზე, და ვინ იხდის ამ ფულს? რატომ ხდება, რომ როგორც კი იძაბება სიტუაცია აქციაზე, პოლიტიკოსები ისე სწრაფად ქრებიან როგორც შარშანდელი თოვლი; – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, საინტერესოა, რატომ არ სვამენ აქციის მონაწილეები კიტხვას, ხომ არ ხდება მათი „საზარბაზნე ხორცად“ გამოყენება და იციან თუ არა, პიკეტირების და ბლოკირების მოთხოვნით ოპოზიციონერები ყოველ ჯერზე რა თანხას იღებენ.

„საინტერესოა, რატომ არ უჩნდება „ჩვეულებრივ“ მომიტინგეს მარტივი შეკითხვები აქციის ორგანიზატორ პოლიტიკოსებთან, მაგალითად: რა ჯდება სცენის მონტაჟი რუსთაველზე, და ვინ იხდის ამ ფულს? რატომ ხდება, რომ როგორც კი იძაბება სიტუაცია აქციაზე, პოლიტიკოსები ისე სწრაფად ქრებიან როგრორც შარშანდელი თოვლი; რატომ ხდება, რომ ყველა მათი წამოწყება, ისეთი როგორიცა პარლამენტის კარებები ბლოკირება მარცხით მთვრდება? წინასწარ იციან თუ არა რომ პოლიცია კანონდამრღვევებს დააპაატიმრებს, ხოლო არცერთი ლიდერი დაკავებული არ იქნება? რატომ ხდება, რომ იმ დროს დაკავებული მომიტინგეები წინასწარ დაკავების საკნებში არიან, ორგანიზატორები ან სახლში არიან ან სულაც რესტორნებსა და კაფე-ბარებში ან სულაც თავიანთ ოფისებში თბილად სხედან? ხომ არ ხდება ე.წ. ჩვეულებრივი მომიტინგეების უბრალოდ „საზარბაზნე ხორცად“ გამოყენება? ბოლოს, იციან თუ არა აქციის „ჩვეულებრივმა მომიტინგებმა“ ყოველ ასეთ უაზრო „მიაწექი, დავბლოკოთ, პიკეტირება მოვაწყოთ“-ზე ოპოზიცონერი პოლიტიკოსები რა თანხებს იდებენ ჯიბეში? არ ფიქრობენ იმის თაობაზე, რომ ხელმოცრული და გადამგდები პოლიტიკოსების ჭკუაზე სიარული ცოტა არ იყოს და მათთვისვე შეურაცმყოფელია? იქნებ დადგა დრო და პლიტიკოსების მიერ მათ გამოყენებას თვითონვე დაუსვან წერტილი!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: სუვერენულ ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვის გარე ძალებისადმი სერვილიზმით დაავადებული და მათ მოთხოვნისთანავე ცალ ფეხზე დამდგომი კონტრელიტა თავისიმრევლით
Next: “ტევეპირველის” აქტივისტი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ლექტორზე, რომელიც უარს ამბობს აქციაზე გავიდეს (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.